6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ გაუზიარებთ გარშემო მყოფებს თქვენს იდებს, საიდუმლოებებს ნუ გაანდობთ, ნუ იტრაბახებთ საკუთარი მიღწევებით. მათ შეიძლება არასწორად გაგიგონ და ამით სერიოზულად დაზარალდეთ.

ტყუპი

დღეს იღბალი გაგანებივრებთ, – იმას მიიღებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. გაგიმართლებთ როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მთელ თანხას დღესვე ნუ დახარჯავთ. მოაგვარეთ მატერიალური საკითხები, დაგეგმეთ ბიუჯეტი.

ლომი

მგზავრობა, ქალაქგარეთ გამგზავრება განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ახალი იდეებითაც აგავსებთ. მოერიდეთ უცხოებთან პირად საკითხებზე საუბარს.

ქალწული

დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა შეიძლება საინტერესო იდეა გაგიზიაროთ. სანამ ახალ საქმეში ჩაერთვებოდეთ კარგად გაარკვიეთ თქვენი მოვალეობები. ისე არ გამოვიდეს, რომ ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდეს, წარმატება კი სხვას ერგოს.

სასწორი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ გამოიყენოთ შანსი, რადგან დღეს უარს არავინ არაფერზე არ გეტყვით. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, გადადგათ პირველი ნაბიჯი.

მორიელი

კარგი დღეა ნივთების შესაძენად, გასაყიდად. შეიძლება ან უსარგებლო ნივთისგან გათავისუფლდეთ, ან შეიძინოით ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.

მშვილდოსანი

უამრავი საბუთის შევსება–გაფორმება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ციფრებს.

თხის რქა

საკუთარი ისტორიები, თავგადასავლები თქვენთვის შეინახეთ, არავის გაუმხილოთ, ყველა ისე ვერ გაგიგებთ, როგორც მოყვებით და შეიძლებება გარშემო მყოფთა დასაცინი გახდეთ.

მერწყული

საკუთარი იდეები დღეს გავლენიან ადამიანებს, უფროსს გაუზიარეთ. შეანსი გაქვთ ახალ საქმიანობაში ჩაერთოთ და კარიერულ წარმატებასაც მიაღწიოთ.

თევზები

დროა, მომავალზე დაფიქრდით. დაგეგმეთ შვებულება, მოგზაურობა, დაჯავშნეთ სასტუმრო, აწარმოეთ მოლაპარაკება პარტნიორებთან. თქვენი აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით