6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კოლეგების ხუმრობას და კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს; მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, დღე იდეების განხორციელებას, საქმეების მოგვარებას დაუთმოთ, მაგრამ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე.

ტყუპი

ან ხმაურიანი უქმეების, ან დაძაბული ორშაბათის გამო მეტად გაღიზიანებული ხართ. მოერიდეთ დაპირისპირებას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საქმეებს, ახალი პროექტების განხორციელებას.

კირჩხიბი

თუ ემოციების მოთოკვას და უსიამოვნებების ხუმრობაში გატარებას შეძლებთ, დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ მიიღებთ გარშემო მყოფების ნათქვამს გულთან ახლოს. განმარტოებით იმუშავეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ლომი

დღეს გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭიერებით, ბედნიერი ღიმილით და პოზიტივით გაანაწყენებთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი დაპირისპირებისგან. კიდევ უფრო მეტად გაიღიმეთ. საღამოს ნუ დანიშნავთ პაემანს, მეგობრებთან შეხვედრას, დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

დილიდან დაგეგმეთ საქმეები, განიხილეთ ახალი პროექტები. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. სამშაბათისთვის გადადეთ დღეს დანიშნული პაემანი. საღამო თვითგანათლებას დაუთმეთ.

სასწორი

დაკავდით საკუთარი საქმეებით. დღეს თქვენი დიპლომატია და სიმშვიდე არც კოლეგების, არც ახლობლების დასაწყნარებლად არ გეყოფათ. ამიტომ დროსა და ენერგიას ტყუილად ნუ დაკარგავთ. განახორციელეთ ახალი იდეები. საღამო კი საკუთარ თავზე ზრუნვას მოანდომეთ.

მორიელი

ორშაბათი - თქვენი დღეა. გარშემო მყოფებთნ ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია და იუმორი. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. უმჯობესია, ახალი საქმეები წამოიწყოთ, მშვიდ გარემოში, განმარტოებით იმუშაოთ.

მშვილდოსანი

დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს. ნუ დახარჯავთ დროს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარჩევაზე. იმუშავეთ საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე. პაემანი და მეგობრებთან შეხვედრა ოთხაშაბათს გადაიტანეთ.

თხის რქა

ერთი დღის დაივიწყეთ სიჯიუტე. მაქსიმალურად მოთოკეთ ნერვები და შეამცირეთ ემოციების გამოხატვა. ხელი მოკიდეთ მხოლოდ იმ საქმეს, რომელსაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. ეცადეთ, ნაკლები იკონტაქტოთ გარშემო მყოფებთან. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

ისღა დაგრჩენიათ განმარტოვდეთ და იმუშაოთ. გააუმჯობესოთ მიმდინარე საქმეები და დაიწყოთ სამომავლო პროექტების განხორციელება. თუ საშუალება მოგეცემათ, შინ ადრე დაბრუნდით, თვითგანათლებას მიხედეთ, პროფესიულ ლიტერატურას გაეცანით.

თევზები

დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ გარშემო მყოფების უკმაყოფილო სახეებს და მცირე ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს. შეიძლება ის შედეგი ვერ მიიღოთ საქმიანი შეხვედრებისგან, რასაც ელოდით. სამუშაოს შემდეგ დაესწარით პროფესიონალური განვითარების ტრენინგს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით