კურო
ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გამონახეთ დრო დასვენებისა და განმარტოებისთვის. უცხო ადგილებში ყურადღებით იყავით, არაფერი დაკარგოთ ან თავად დაიკარგოთ.
ტყუპი
სხვა დღისთვის გადაიტანეთ დღეს დაგეგმილი შეხვედრები და მგზავრობა. ნუ ითავებთ შუამავლის როლს. საღამოს სუფთა ჰაერზე ფეხით გაისეირნეთ.
კირჩხიბი
მუშაობას დასვენება შეუთავსეთ. უმჯობესია, თუ დასვენების დღეს მოიწყობთ, მეგობრებს ესტუმრებით ან ერთად გაისეირნებთ ქალაქგარეთ.
ლომი
ნუ გადადებთ სხვა დღისთვის დღეს მოსაგვარებელ საკითხებს. ისწავლეთ ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა, განტვირთვა. მეტად დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ქალწული
აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ ააჩქარებთ საქმიან პარტნიორებსაც. საღამოს ეწვიეთ სპა-სალონს, გაისეირნეთ ბუნებაში.
სასწორი
ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას (განსაკუთრებით, ფულის გადარიცხვისას და საყიდლებისას). გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებისადმი, კულინარიული და სარესტორნო საქმიანობისადმი.
მორიელი
აკეთეთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ ან ვალდებული ხართ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. ახლობლებს ნუ გაუხსენებთ ძველ წყენას.
მშვილდოსანი
ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფერი ისე არ კეთდება, როგორც თქვენ გსურთ. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
თხის რქა
დღის განრიგი ისე შეადგინეთ, რომ ან მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის, ან შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. კარგი დღეა სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
მერწყული
ნუ გაჯიუტდებით, მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. გარშემო მყოფების ნაკლოვანებაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს და საღამო შინ გაატარეთ.
თევზები
გრანდიოზული იდეები სხვა დღისთვის გადადეთ, დღეს კი დაწყებული საქმეები დაასრულეთ, პირადი ნივთები მოაწესრიგეთ. საღამოს ფეხით გაისეირნეთ. იზრუნეთ საკუთარი სხეულის სიჯანსაღეზე.