6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

კარგად წარიმართება ბიზნესპროეტქები. ახალ პარტნიორებთან ერთად იმუშავეთ დეტალებზე. ზოგიერთი ახლი იდეების რეალიზებას შეძლებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, - ტექნიკის, ინსტრუმენტების და მექანიზმების.

ტყუპი

ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ. რთულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დაწოლასაც გაუძლებთ. ზოგიერთმა შეიძლება ორიგინალური საქციელი ჩაიდინოს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორებთან, კოლეგებთან. საყვარელ ადამიანთან გაააქტიურეთ მიმოწერა.

კირჩხიბი

ახალი მიზნების მიღწევა გსურთ. ზოგიერთი შეიძლება საიდუმლო საქმიანობაში ჩაერთოს ან სხვებისგან ფარულად განახორციელოს იდეები. ნუ მიატოვებთ საქმეებს და ნურც სხვებს დაავალებთ მას შესრულებას. კარგი დღე გელით ტურიზმის, განათლების, სამართლისა და პროგრამირების სფეროებში.

ლომი

ნუ გაჩერდებით მიღწეულზე, უკეთესი შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. დილა კონტაქტებს, მიმოწერას დაუთმეთ. თამამ იდეებს გაანახორციელებთ, თუ გვერდით ერთგული პარტნიორი და გავლენიანი მფარველი გეყოლებათ.

ქალწული

თუ წარმატების მიღევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. იყავით თამამი და დიპლომატიური. ის, ვინც ადრე არ მოგწონდათ ან მასში საფრთხეს ხედავდით, შეიძლება თქვენი მეკავშირე გახდეს. კარგი დღე ელით მედიცინის, სპორტისა და ტექნიკის სფეროს წარმომადგენლებს.

სასწორი

მოლაპარაკებების, სწავლის, მიმოსვლების, ინტერესთა გაფართოების დღეა. კონკურენტებთან ბრძოლისას წესები დაიცავით, თქვენ მაინც გაქვთ გამარჯვების შანსი. საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ.

მორიელი

სირთულეები რომ გადალახოთ ინფორმირებული უნდა იყოთ. გამოგადებათ ცოდნა მედიცინისა და ტექნიკის სფეროებში. სადაც საჭიროა დიპლომატიურობა უნდა გამოავლონიოთ და სადაც საჭიროა - სექსუალურობა. კარგი დღეა ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად. აგრეთვე, სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად.

მშვილდოსანი

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე კარგ წარმოდგენასაც შეუქმნით. ენერგიული ხართ, საქმეების შესრულება არ გაგიჭირდებათ. მთავარია, თავად მოინდომოთ და არ იზარმაცოთ. ახალი პარტნიორების მოსაზიდად ავტორიტეტი და ნიჭი უნდა გამოიყენოთ.

თხის რქა

სასურველია, დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყოთ. კარგი დღეა სამკურნალო-პროფილაქტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოაწესრიგეთ გაუმართაობა თქვენს ან მშობლების ოჯახში. დიპლომატიურად იმოქმედეთ. დახმარების სათხოვნელად ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.

მერწყული

ენერგია და საქმეები დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომის საშუალებას არ მოგცემთ. ახალი პროექტების განხილვა და მათი დაწყება მოგინდებათ. კარგი დღეა მიმოსვლისა და სწავლისთვის. მეგობრები სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. თუმცა, დახმარებას უცხოებისგანაც მიიღებთ.

თევზები

საუბარი დამატებით ქმედებას საჭიროებს. ეცადეთ, რასაც იტყვით, ის გააკეთოთ. ინტენსიურად ჩაერთეთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთი გადაწყვეტს, თავისი "ბუდე" მოიწყო. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ფულის დაბანდებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით