კურო
ახალმთავრეობა თქვენს ნიშანში სულიერად და ფიზიკურად გაგაძლიერებთ. თუ მოისურვებთ, ყველა საქმეში გაიმარჯვებთ. ოღონდ დღეს არაფერი დაიწყოთ, უკეთესს დღეებს დაელოდეთ.
ტყუპი
კარგად ის მუშაობს, ვინც კარგად ისვენებს, - ეს მაისის დევიზად აქციეთ. დღეს დაასრულეთ საქმეები, რათა უქმეებზე დაისვენოთ (მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად) და ახალ პროექტებზე მუშაობა ორშაბათიდან დაიწყოთ.
კირჩხიბი
პარასკევი შეხვედრების, მგზავრობის დღეა. ახალმთავრეობა საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ სოცქსელებში; იმ გასართობებს მიუბრუნდეთ, რაც ადრე იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი. დაოჯახებულებმა საღამო შინ გაატარეთ, მარტოხელებმა - ღამის კლუბში ან კინოში მეგობრებთან ერთად.
ლომი
კარგი დღეა მუშაობისა და ბიზნესისთვის. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ, დაწინაურდეთ ან ბიზნესი გააფართოოთ. დაესწარით მხიარულ წვეულებას, სადაც მომავალ საქმიან პარტნიორებს გაიცნობთ. საყვარელი ადამიანი უყურადღებობაში დაგადანაშაულებთ.
ქალწული
მოერიდეთ ცვლილებებს კარიერასა და ბიზნესში. დაასრულეთ საქმეები. საყვარელი ადამიანი უქმეების ერთად გატარებას შემოგთავაზებთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
სასწორი
სამუშაო დღე მშვიდად ჩაივლის. დროდადრო მოგეწყინებათ და უსაქმურობა გაგტანჯავთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს მეგობრულ წვეულებას არ გამოაკლდეთ.
მორიელი
შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ გამოვიდეს, ამიტომ, მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ. საღამოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
დაწინაურება, ხელფასის მომატება გელით. პირად ცხოვრებაში ინტრიგა და ვნება მოიმატებს. შეიძლება საყვარელ ადამიანს თქვენზე ჭორებს უყვებიან. გაერკვიეთ სიტუაციაში და გამოავლინეთ არაკეთილმოსურნე.
თხის რქა
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები. მუშაობისას მოსალოდნელია შეცდომები. საღამოს დასვენების, მეგობრებთან ერთად განტვირთვის საშუალება მოგეცემათ.
მერწყული
დაასრულეთ სამსახურის საქმეები და უქმეები დაგეგმეთ. არ გასცეთ ფული და არ აიღოთ ვალი. აგრეთვე, მოერიდეთ გამოუსადეგარი ნივთების შეძენას; უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.
თევზები
შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. მაქსიმალურად მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან.