6 მაისს დაბადებული ადამიანი იოლად ახერხებს გარშემო მყოფთა ტკივილისა და დარდის გათავისებას

6 მაისს დაბადებული ადამიანი იოლად ახერხებს გარშემო მყოფთა ტკივილისა და დარდის გათავისებას

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 6 მაისს დაბადებული ადამიანი

6 მაისს დაბადებული ადამიანები, საკმაოდ განვითარებული ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან. მათ აქვთ უნარი, საკუთარი თავი დააყენონ სხვების ადგილას. შესაბამისად, იოლად ახერხებენ გარშემო მყოფთა ტკივილისა და დარდის გათავისებას. ამ ადამიანებისთვის ძალიან კარგია ნებისმიერი სახის შემოქმედებით ან სოციოლოგიური საქმიანობა. თუმცა, გულმოწყალე ბუნების გამო არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათით მანიპულირების მცდელობა ჰქონდეთ გარშემო მყოფებს.