6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაელოდეთ საინტერესო შემოთავაზებებს საზღვარგარეთიდან. კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რადგან შეიძლება ცხოვრება რადიკალურად შეგეცვლოთ.

ტყუპი

ახლობელ და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ. შეიძლება ზოგიერთის დახმარებამ მოგიწიოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, მოითხოვეთ დაწინაურება. შეხვდით გავლენიან ადამიანებს და გაიმყარეთ პოზიციები.

ლომი

ცხოვრება სიურპრიზს გიმზადებთ. დღეს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. თუ ყველა ლომს საბედისწერო შეხვედრა არა, სასიამოვნო დღე და სიურპრიზები მაინც ელის.

ქალწული

თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და პოზიციას ფაქტებიც გიმყარებთ, ნუ წახვალთ დათმობაზე. მტკიცეთ დაიცავით საკუთარი მოსაზრებები.

სასწორი

ნუ ეცდებით შეუძლებელთან შეჭიდებას. ჩვეული საქმეებით შემოიფარგლეთ. უმჯობესია მეფე იყოთ პროვინციაში, ვიდრე მასხარა დიდ ქალაქში.

მორიელი

მთელი დღე საკუთარი უფლებების, სიმართლის დამტკიცება მოგიწევთ. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ერთგვარ სპორტულ შეჯიბრებაში ჩაებით. თუმცა, თქვენმა მონდომებამ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს და დრო ტყუილად დაკარგოთ.

მშვილდოსანი

დღეს ყველაფრის გამოცდა, მორგება (სამოსის, საგნების) საკუთარ თავზე მოგინდებათ. სცადეთ და იაქტიურეთ პირადი ურთიერთობების მოსაწყობად.

თხის რქა

თავიდანვე სიფრთხილე გამოიჩინეთ და მნიშვნელოვანი მასალების ასლები საიმედო ადგილას შეინახეთ. მოსალოდნელია ტექნიკის, ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში თავს ნუ დაიტვირთავთ. უკვე საღამოს ისეთ საქმეს დაგავალებენ, რაც თქვენს გეგმებში არ შედიოდა. ეცადეთ, არ გადაღალოთ ნერვული სისტემა.

თევზები

კონკურენტები და მოშურნეები გააქტიურდებიან და მზად უნდა იყოთ მათი თავდასხმის მოსაგერიებლად. ეცადეთ, არ გასცეთ საკუთარი გეგმები. გამოიჩინეთ ცოტათი სიეშმაკე და დააბნიეთ არაკეთილისმსურველები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით