ყველა ქალთან მიდგომის პოვნა პირველივე წამიდან შეუძლებელია. ხანდახან, მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მამაკაცებს თვეობით ლოდინი და ბრძოლა უწევთ. ასეთ „ცივ“ ქცევას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - ვარსკვლავების განლაგებაც.
ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს 6 ნიშნის ქალს, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, სანამ მათთან სერიოზულ ურთიერთობას დაგეგმავთ.
თხის რქა
გარედან ეს ნიშანი ხშირად ცივი და ეგოისტური ჩანს. თხის რქა ქალები ხშირად ირჩევენ უფროს მამაკაცებს, რადგან ქვეცნობიერად თავდაჯერებულ პარტნიორს ეძებენ. მათ არ უყვართ დროის ხარჯვა ხანმოკლე რომანებსა და მსუბუქ ინტრიგებზე. მათი გულის მოსაგებად მამაკაცს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება. თხის რქებს შეუძლიათ წლობით მალონ გრძნობები და საყვარელ ადამიანსაც კი არ დაანახონ, რამდენად ძლიერია მათი სიყვარული.
ლომი
ლომებმა ზუსტად იციან საკუთარი თავის ფასი. ისინი ნამდვილი დედოფლები არიან, რომლებიც წვრილმანებზე არ იხარჯებიან და არც ღალატს პატიობენ ვინმეს. იმისათვის, რომ ლომის გული მოიგოთ, ის საჩუქრებითა და ყურადღებით უნდა აავსოთ. თუმცა, თუ თავად ლომმა მოინდომა მამაკაცის მოხიბვლა, მის შარმს წინ ვერავინ დაუდგება. როგორც კი იგრძნობს, რომ პარტნიორი მას სათანადოდ არ აფასებს, ლომი ქალი მას უყოყმანოდ ჩაანაცვლებს სხვით.
ქალწული
ქალწულები სიყვარულში ძალიან ფრთხილები არიან. სანამ პაემანზე დაგთანხმდებიან, მანამდე ათასჯერ აწონ-დაწონიან ყველა „პლუსსა“ და „მინუსს“. მათ უყვართ ყველაფრის კონტროლი, მათ შორის - საკუთარი ემოციებისაც. ურთიერთობის დასაწყისში ქალწული ნამდვილი „თოვლის დედოფალია“. მისი ნდობის მოსაპოვებლად მამაკაცმა დროით უნდა დაამტკიცოს თავისი გრძნობების გულწრფელობა.
თევზები
თევზებმა ზუსტად იციან, რა უნდათ: მათ ზღაპარი, ბრილიანტის ბეჭედი და თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი სჭირდებათ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცის მოვალეობა საჩუქრების ჩუქება, მათი სურვილების ასრულება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა. თევზების გულის მოგება რთულია, თუმცა მისი შენარჩუნება - კიდევ უფრო რთული. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი მუდმივად ზრუნვითა და ყურადღებით ანებივრებდეს.
მერწყული
მერწყულები ძალიან კომუნიკაბელურები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულს გადაგიშლიან. მაშინაც კი, თუ პირველ პაემანზე მარტივად დაგთანხმდებათ, მისი გულის დაპყრობა მაინც რთული მისიაა. თუ მერწყულს წარსულში გული ერთხელ მაინც დასწყვიტეს, ის სერიოზული ნაბიჯის გადადგმისას ყოველთვის უკან იხევს. მამაკაცს მოუწევს, ყოველდღიურად დაუმტკიცოს მას თავისი ერთგულება.
ტყუპები
ტყუპ ქალს საკმაოდ თავისებური ხასიათი აქვს და ის არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მასთან დროის გატარება საინტერესოა, თუმცა მასთან კამათს აზრი არ აქვს - ტყუპების საქციელი ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ისინი თავიანთ „პრინცს“ ელიან და ურთიერთობას მხოლოდ მაშინ დაიწყებენ, თუ თავად მოინდომებენ. ამ ქალების მოხიბვლა მხოლოდ მჭევრმეტყველებით, ინტელექტით და შემდეგ უკვე ყურადღებითაა შესაძლებელი.