6 ნოემბერს დაბადებული ადამიანი შესანიშნავად ახერხებს გარშემო მყოფებისთვის სტიმულის მიცემას

6 ნოემბერს დაბადებული ადამიანი შესანიშნავად ახერხებს გარშემო მყოფებისთვის სტიმულის მიცემას

ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ ცხრიანს უკავშირდება (ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.

  • როგორია 6 ნოემბერს დაბადებული ადამიანი

6 ნოემბერს დაბადებული ადამიანები უზომოდ ენერგიულები და ბრძოლისუნარიანები არიან. მათი ენერგიის წყარო ხშირ შემთხვევაში სულიერი სიმყარე და ფსიქიკის მდგრადობაა, რის ხარჯზეც ეს ადამიანები შესანიშნავად ახერხებენ გარშემო მყოფებისთვის სტიმულის მიცემას.