6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ტექნიკურ საგნებშიც და შემოქმედებით სფეროშიც წარმატებას მიაღწევთ. ამაღლებულ განწყობაზე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ რომანტიკული და სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოთ.

ტყუპი

მეტი ყურადღება გმართებთ დაკისრებული მოვალეობების მიმართ. დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათ მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ.

კირჩხიბი

ნუ წამოიწყებთ სერიოზულ მნიშვნელოვან საქმეებს. ყოველდღიური საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობის განსავითარებლად. საღამოს მგზავრობა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

ლომი

რომანტიკულ განწყობაზე ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მთავარია, არ გადაიღალოთ და ფანტასტიკური იდეების განხორციელება არ მოინდომოთ.

ქალწული

გული მხოლოდ ძალიან ერთგულებს გადაუშალეთ კარგი დღეა მშობლების, ნათესავების მოსანახულებლად. მეტი სითბო და ყურადღების გამოხატვა გმართებთ მათ მიმართ.

სასწორი

კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. არავის არაფერს დაჰპირდეთ. მოერიდეთ არასტანდარტულ და საგმირო საქმეებს.

მორიელი

სიურპრიზებისა და საჩუქრების დღეა. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თხოვნით მოგმართონ და უარი არ უთხრათ დახმარებაზე.

მშვილდოსანი

ყურადღებით მოეკიდეთ სამსახურის საქმეებს. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზე ნუ ფიქრობთ, სულიერებაზეც იფიქრეთ.

თხის რქა

ყველა საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. მოერიდეთ ელექტრო საგნებს, კამათს.

მერწყული

მეტად უნდა იაქტიუროთ. გამოავლინეთ თქვენი ორგანიზატორული ნიჭი. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.

თევზები

სამსახურისა და საოჯახო საქმეების გამო ცოტათი დაძაბული იქნებით. ყველაფრი უნდა მოასწროთ, არაფერი დაგავიწყდეთ. საღამო უფრო მშვიდი გექნებათ და დასვენებასაც მოახერხებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით