ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:26-ზე, 16:47-დან მთვარე თევზებში იქნება
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
ვერძი: ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი მოსაზრება აგრესიულად დაუმტკიცოთ. ნურც გადაუმოწმებელ ინფორმაციას ენდობით. აკეთეთ თქვენი საქმე მშვიდად და დაკვირვებულად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.
კურო: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება ან მოგეცემათ შესაძლობლობა, რომ მიიღოთ ფული, დაიწყოთ ახალი საქმე. იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.
ტყუპი: გაგიუმჯობესდებათ სოციალური სტატუსი, მდგომარეობა, თუ იქნებით მზად ცვლილებებისთვის. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის და გაინებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ ის, რაზეც ოცნებობდით.
კირჩხიბი: იყავით კეთილგანწყობილი ახალგაცნობილებისადმი, მაგრამ ყველას გულს ნუ გადაუშლით. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. იფიქრეთ პოზიტიურად, შეიძლება ჩანაფიქრები აგისრულდეთ.
ლომი: მივლინებისა და შეხვედრების დღეა. მოგეცემათ დაწინაურების, ახალი საქმეების ან პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. საღამო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ, დაფიქრდით პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
ქალწული: საუკეთესო დღეა ინტელექტუალური საქმიანობისა და სწავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციის მოძიებას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი: ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დაგროვილ ვალდებულებებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. საღამო დაუთმეთ ჰობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მიიღებთ მატერიალურ მხარდაჭერას.
მორიელი: თუ რომელიმე საკითხში ვერ ერკვევით, უმჯობესია, რჩევა გამოცდილ, მცოდნე ადამიანს ჰკითხოთ. დღეს მოგიწევთ გარშემო მყოფების უფლებების დაცვა; მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
მშვილდოსანი: დღეს მსუბუქი საქმეები უნდა შეასრულოთ, გვიანობამდე სამსხაურში ნუ გაჩერდებით, დაზოგეთ ენერგია. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ, დაიმუხტეთ პოზიტივი.
თხის რქა: იყავით დაკვირვებული საქმეების მოგვარებისას და ხელშეკრულებების გაფორმებისას. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა და შეხვედრა გელოდებათ, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.
მერწყული: გაფრთხილდით, რომ გაუთვალისწინებელმა სირთულეებმა საქმეების მოგვარებში არ შეგიშლით ხელი. იყავით დიპლომატიური კამათის დროსაც კი. საღამო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას.
თევზები: მოერიდეთ უსაფუძვლო საუბრებს, ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად. შეასრულეთ აუცილებელი საქმეები. გადაწყვეტილებების მიღებისას დააფიქსირეთ თქვენი აზრი და გამოავლინეთ ინიციატივა ვალდებულებების შესრულებისას.