პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:18-ზე, მთვარე კირჩხიბშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს, ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
ვერძი
დღეს უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ განსჯებში და ეცადეთ ნაკლებად ისაუბროთ. კოლეგებთან ჩვეულებრივ საუბარსაც კი შეიძლება მოულოდნელად მოჰყვეს ჩხუბს. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის განწყობას, რათა თავიდან აიცილოთ დაძაბული მომენტები. შეამცირეთ თქვენი საქმიანი აქტივობა.
კურო
დღეს ახლობელი ადამიანებიც კი გაგაღიზიანებენ. იყავით მომთმენი და შეეცადეთ ისაუბროთ მშვიდ, ნეიტრალურ თემებზე. უმჯობესია ახალი საქმეები სხვა დროს გადადოთ.
ტყუპი
გარემოებები თქვენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ მოგიწევთ გამოსავლის ძიება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. სხვებთან კომუნიკაცია მოგცემთ თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ იპოვოთ საუკეთესო ვარიანტები წინსვლისთვის. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რასაც აკეთებთ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.
კირჩხიბი
ბიზნესისადმი შემოქმედებითი მიდგომა, ფანტაზია და კრეატიულობა ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. აირჩიეთ აქტივობა, რომელიც შთაგაგონებთ და საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. პირად ურთიერთობებში იბრძოლეთ ჰარმონიისაკენ, მოერიდეთ გრძნობებში უკიდურესობებს და გამოიჩინეთ ყურადღება საყვარელი ადამიანის მიმართ.
ლომი
დღე დატვირთულია მნიშვნელოვანი ამოცანებითა და შეხვედრებით. ზოგიერთი თქვენი პარტნიორი უარყოფით ემოციებს გამოიწვევს და მოგიწევთ თავშეკავება, რათა არ გააფუჭოთ მათთან ურთიერთობა. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე მათ, ვისაც ეს სჭირდება, მიეცით რჩევა, მოუსმინეთ და მხარი დაუჭირეთ.
ქალწული
მოგინდებათ დაიწყოთ საქმის მოწესრიგება, როგორც ბინაში, ასევე ურთიერთობებში. თუმცა, ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ, რადიკალურად შეცვალოთ რაიმე ცხოვრებაში. ასევე ჯობია თავი შეიკავოთ საყიდლებისა და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან. ნუ იქნები გულწრფელი ადამიანებთან, თუნდაც ყველაზე ახლობლებთან.
სასწორი
მიეცით საშუალება თქვენს თანამოსაუბრეებს ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრებები, ნუ ახორციელებთ მათზე ზეწოლას, პატივი ეცით სხვა თვალსაზრისს. შეეცადეთ ჩაინიშნოთ საინტერესო იდეები, რომლებიც თავში მოგივათ: ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით შეიძლება მომგებიანად განხორციელდეს. გაუზიარეთ ისინი თქვენს კოლეგებს.
მორიელი
დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისია რთული საკითხების მოსაგვარებლად და კომპრომისების მოსაძებნად. თქვენი საყვარელი ადამიანები ყოველთვის დაგეხმარებიან: ნუ მოგერიდებათ დაუკავშირდეთ მათ დახმარებისთვის ან რჩევისთვის. არის შანსი, რომ დღეს გაიგოთ რაიმე საიდუმლო, ჯობია არავის ენდოთ.
მშვილდოსანი
გაუნაწილეთ თქვენი გარკვეული პასუხისმგებლობა ახლობლებს ან კოლეგებს: მოგეწონებათ მათი მუშაობის შედეგი. უნდა შეიკაოთ ემოციები და არ გადაიტანოთ სხვებზე გაღიზიანება. დაუთმეთ დრო შეცდომის გამოსწორებას.
თხის რქა
გირჩევეთ, მოიშოროთ ყველაფერი, რაც უკან გხევთ და განვითარებაში ხელს გიშლით. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მალე მოვა, ამიტომ კარგია მათთვის ადგილის გამოთავისუფლება. იმისათვის, რომ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, არ ჩაერთოთ მათთან კამათში, იყავით ტაქტიანი.
მერწყული
კომუნიკაცია შეიძლება გართულდეს და თანამოსაუბრის მხრიდან გაუგებრობები შეგექმნათ. თუ არ გსურთ ჩხუბი, პატივი ეცით მის აზრს. თქვენ არ უნდა ისაუბროთ თქვენს გეგმებზე; თქვენმა არაკეთილსინდისიერებმა შეიძლება ისინი მიითვისონ. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად.
თევზები
დღეს მიიღებთ მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. არ უნდა მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, დაუთმეთ დრო თქვენს ქმედებებზე ფიქრს, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ენერგიის დაბალმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს გეგმების განხორციელებას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას.