კურო
დილით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. საღამოს შეამცირეთ აქტიურობა და დრო შინაურულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ერთად გაერთეთ.
ტყუპი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად; სახლის მოსაწყობად, ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეტი ყურადღება დაუთმეთ რჩევებს. მოაწესრიგეთ საოჯახო არქივი.
კირჩხიბი
მეტად იაქტიურეთ, განიხილეთ ახალი იდეები, ინფორმაციები. შეხვდით თანამოაზრეებს, პარტნიორებს. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. საღამოს საკუთარ თავს საჩუქარი მოუმზადეთ.
ლომი
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. შეეხმიანეთ ნათესავებს, მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და მშობლებთან ერთად.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. დღეს საჭირო და საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთებს ახალი პარტნიორები, კოლეგები გამოუჩნდებიან.
სასწორი
ცვლილებების დღეა და თავადაც პატარ-პატარა ცვლილებები უნდა შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურობაში. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. დახატეთ მათთან ერთად ან ზღაპრები წაუკითხეთ.
მორიელი
მოაწესრიგეთ სამსახურში დოკუმენტები, შინ - საოჯახო ნივთები. გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გასართობ ცენტრში გაემართეთ.
მშვილდოსანი
დილიდან ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით და გარშემო მყოფებსაც გაამხიარულებთ. მეგობრებთან ერთად შეიარეთ მაღაზიებში. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. აკონტროლეთ ხარჯი. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. თავადაც იმხიარულეთ და არც ნათესავები მოაწყინოთ.
მერწყული
წარმატება გელით სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და საუბრები. შეიძლება მდიდარი და გავლენიანი სპონსორების მხარდაჭერა მიიღოთ.
თევზები
საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის კოლეგებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. საღამო მშვიდ, საოჯახო საქმიანობას დაუთმეთ.