ავტორი:

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 19:12-ზე, მთვარე თხის რქაშია

გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი: შეიძლება შეიცვალოს მოვლენები და სრულიად სხვა საქმეები გააკეთოთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ან თავად შეგეცვალოთ მიზანი. არავისთან იკამათოთ, განსაკუთრებით კოლეგებთან. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

კურო: ყველა სიტუაციაში გამოავლინეთ დიპლომატიურობა და ღირსეულად იმოქმედეთ. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ კარგი სიტუაციები გექნებათ, უსიამოვნოც გამოერევა. ახლობლების უცნაურო გამოხდომებს გაგებით შეხვდით და ეცადეთ, პოზიტიურად იაზროვნით.

ტყუპი: დღეს გართობისთვის ვერ მოიცლით. საქმიანი შეხვედრებით, მივლინებით, მოლაპარაკებებით დატვირთული დღე გელოდებათ. მცირე უსიამოვნებებიც კი დაკვირვებით და დიპლომატიურად მოაგვარეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანურ საკითხებს, ფლანგვა კარგს არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი: დაუფიქრებლად არც არაფერი გააკეთოთ და არც არაფერი თქვათ. არც სამსახურშიც და არც სახლში. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს. პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გონივრულად გადაანაწილეთ ფინანსები.

ლომი: გარშემო მყოფების მიმართ მეტი სიმკაცრე და ოფიციალურობა უნდა გამოავლინოთ. იყავით პრაგმატული და ცივი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილებები. საქმიანი შეხვედრების დროს ილაპარაკეთ მშვიდად და ზედმეტი ემოციების, ხმის აწევის გარეშე.

ქალწული: ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ საქმეებში და გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. მოგეცემათ ახალი მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობა. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება შემოსავლის ახალ წყაროდ გადააქციოთ.

სასწორი: თუ გამოავლენთ ორგანიზატორულ თვისებებს, ვალდებულებებს იდეალურად გაუმკლავდებით და ნაკლები წაგება გექნებათ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მეტად იზრუნეთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე.

მორიელი: ნებისმიერი საქმე მოითხოვს დისციპლინას და პასუხისმგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. მივლინება და საქმიანი მოლაპარაკება დაკავშირებული იქნება ფინანსური, ორგანიზატორული და პროფესიული საკითხების მოგვარებასთან.

მშვილდოსანი: დღეს ზარმაცობა არ გამოგივათ. საქმიანი შეხვედრების და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დღეა. შეიძლება შეგეცვალოთ ფინანსებთან დაკავშირებული გეგმა. მხოლოდ ის ნივთები შეიძინეთ, რისი ღირებულებაც არ უფასურდება.

თხის რქამშვიდად განიხილეთ ყველა რთული საკითხი. თქვენ ყველა საშუალება გაქვთ მათ მოსაგვარებლად. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობების დათბობას საქმიან პარტნიორებთან.

მერწყული: მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. დღეს საკუთარი საქმეების პარალელურად ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაფრთხილდით არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.

თევზები: ნუ ენდობით ერთგულ პარტნიორებსაც კი, ყველაფერი თავად და ყურადღებით გადაამოწმეთ. შეიძლება განზრახ მოტყუება არ უნდოდეთ, უბრალოდ, ისინიც ადამიანები არიან. მეტად გამოავლინეთ პრაქტიკულობა და დისციპლინირებულობა.