კურო
დღეს საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას მისცემთ, - არ მოაკლებთ გემრიელ საკვებსა და ძვირად ღირებულ ნივთებს. თუ დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი, პრესტიჟული კურორტი შეარჩიეთ.
ტყუპი
დღეს ერთდროულად რამდენიმე ვალდებულებას შეასრულებთ და არ გაგიჭირდებათ ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. სასიამოვნო ნაცნობობაც გელით.
კირჩხიბი
პირად ურთიერთობაში ცვლილება მოგინდებათ. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, ჩაცმის სტილი. ზოგიერთი კულინარიულ ნიჭს გამოავლენს.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი ხელოვნების სფეროში.
ქალწული
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრისთვის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. სურვილი გაგიჩნდებათ გაეცნოთ ეგზოტიკურ კულტურას, სამზარეულოს.
სასწორი
ახალი ინტერესის სფერო გამოგიჩნდებათ. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, შეხედულებები. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ვალის აღებას. განსაკუთრებით, თუ მატერიალურად სხვაზე ხართ დამოკიდებული.
მორიელი
სურვილი გაგიჩნდებათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გამოვლინოთ თქვენი შესაძლებლობა შოუბიზნესში. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა.
მშვილდოსანი
მოგზაურობის, რომანტიკის განწყობაზე იქნებით. თუმცა, იყავით მეტად პრაქტიკული. მით უმეტეს, თუ პროექტები გაქვთ დასასრულებები. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, სანამ ძველებს არ დაასრულებთ.
თხის რქა
ცხოვრების კარდინალური შეცვლა მოგინდებათ. ავანტიურა და თავგადასავალი გაგიტაცებთ. გააზრებულად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტის დაწყება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ბინის კეთილმოწყობა, რემონტს. განსაკუთრებით, თუ დაქორწინებას აპირებთ.
თევზები
ცხოვრების, კარიერის შეცვლა მოგინდებათ. თუ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ, ჯერ მატერიალური გასამრჯელოთი დაინტერესდით.