ავტორი:

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:41-ზე, მთვარე ლომშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება.

ვერძი

მოემზადეთ სერიოზული სამუშაოსთვის. მოდუნებულმა მდგომარეობამ და კონცენტრაციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები გამოთვლებში; განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან ან ციფრებთან. სასარგებლოა კოლეგების ან ნაცნობების გამოცდილების გამოყენება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

კურო

თქვენი ხიბლი და კომუნიკაბელურობა წაგადგებათ მიზნების მიღწევაში. თქვენთვის ადვილია ხალხის დარწმუნება, რომ მართალი ხართ და ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან. არის შანსი იპოვოთ ახალი პარტნიორები და დაიწყოთ თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

ტყუპი

სიმშვიდისა და გონივრულობის შენარჩუნებით, დღეს ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. საქმეები და სიტუაციები ადვილი არ იქნება, მაგრამ ინტუიციისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების წყალობით, იპოვით სწორ გამოსავალს. საღამოს მეგობრებთან ან ოჯახთან გატარებული დრო გაგამხიარულებთ და ძალას შეგმატებთ.

კირჩხიბი

დაგეგმეთ მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში. მაშინ უფრო ადვილი იქნება ყველასთვის მომგებიანი გამოსავლის პოვნა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა. სადილის შემდეგ სჯობს სასიამოვნო და მარტივი საქმეები გააკეთოთ, რაც დადებით ემოციებს მოგიტანთ. მოგზაურობები საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

ლომი

რთული იქნება შეთანხმებების ან წინასწარ შემუშავებული გეგმის შესრულება. მოგიწევთ ცვალებად გარემოებებთან ადაპტაცია და მანევრირება. შესაძლებელია კამათი და გაუგებრობა პარტნიორებთან ან იმ ადამიანებთან, ვინც მხარს გიჭერთ. იყავით თავაზიანი დისკუსიებში, იმოქმედეთ ფაქტებზე დაყრდნობით.

ქალწული

დილით დიალოგის წარმართვა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაგიადვილდებათ. ქალწულებს შეუძლიათ თანამოსაუბრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ და დაარწმუნონ სასურველი თვალსაზრისის მიღებაში. დღის მეორე ნახევრისთვის გადაიტანეთ ისეთი საქმიანობა, რაც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს: მაშინ უფრო ადვილი იქნება კონცენტრირება.

სასწორი

დღე მოსალოდნელია რთული, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი. სასწორს მოუწევს საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, რაც სხვებმა არ იცოდნენ. კარგი დროა სწავლისთვის, უნარების გასაუმჯობესებლად ან ახალი უნარების მოსაპოვებლად. გამოიყენეთ სხვისი წარმატებული გამოცდილება თქვენს საქმიანობაში.

მორიელი

რთული დღე გელით, მაგრამ შეუპოვრობითა და შესანიშნავი საქმიანი თვისებებით, შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. არ ჩაერიოთ სამსახურში კამათს ან შეტაკებას, თავი აარიდეთ ყოველგვარ კონფლიქტს. ზოგი შეგნებულად გამოგიწვევთ ჩხუბში: შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

მოიმატებს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. ნათლად დაინახავთ მიზანს და მისკენ მიმავალ გზებს; ინტუიციურად მოერიდეთ აჩქარებას ბიზნესში და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებში. თქვენთვის ადვილია ახალ ნაცნობებზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენა, მათი თქვენი იდეებით დაინტერესება.

თხის რქა

შესაძლოა, პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებამ მოგიწიოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოგივათ. თავდაჯერებულობა და პოზიტიური დამოკიდებულება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაფერისი დღეა შესყიდვებისა და გარიგებებისთვის. ფინანსებში, ენდეთ თქვენს ინტუიციას. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ სამყაროს.

მერწყული

ნუ გადადებთ საქმეებს მომავლისთვის. მოაგვარეთ ისინი დაუყოვნებლივ. უნდა იზრუნოთ თქვენს საქმიან რეპუტაციაზე და ყველაზე პასუხისმგებელი და პროფესიონალი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. ოჯახური პრობლემები მოითხოვს თქვენს მონაწილეობას: შესაძლოა მოგიწიოთ ნათესავების საქმეებში ჩარევამ.

თევზები

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება: საქმეები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, სხვები უსარგებლო რჩევებს გაძლევენ და საქმეში ხელს გიშლიან. გამოიჩინეთ მოთმინება; სადილის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება. ფინანსური საკითხების სწრაფად მოგვარება, კოლეგების დახმარების გამოყენება მოგიწევთ.