6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესებათ. უმეტესობას რომანტიკული შეხვედრა და უკვე არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება ელის. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გაბედულად იმოქმედეთ.

ტყუპი

გავლენიანი ახლობლების დახმარებით ყველა უსიამოვნებას მარტივად მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობაც. საღამო მხიარულებას დაუთმეთ.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სიმპათიის ობიექტთან. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. საღამოს მოაწყვეთ ან რომანტიკული პაემანი, ან ოჯახური წვეულება.

ლომი

დღეს იმ შედეგს მიიღებთ, რაზეც ოცნებობდით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საკუთარი თავისთვის სასურველ ნივთებს შეიძენთ. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

ქალწული

ცვლილებების დღეა. ცხოვრების გაუმჯობესების ახალი შანსები გამოგიჩნდებათ. დატკბით მიღწეული შედეგით. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ და გაუზიარეთ სასიამოვნო სიახლეები.

სასწორი

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და საჩუქრებით გაგანებივრებთ. კარგ განწყობას შეგიქმნიან ოჯახის წევრებიც. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით.

მორიელი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. აგრეთვე, - შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მშვილდოსანი

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ახლობლებთან დაკავშირებული უსიამოვნებები მშვიდობიანი გზით მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

თხის რქა

სურვილების ასრულების, სასიხარულო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ ან ნათესავებს უმასპინძლეთ.

მერწყული

ენერგიული ხართ და წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა საყიდლებისა და მგზავრობისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები

კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად და დასასვენებლად. საყვარელი ადამიანის მზრუნველობა და ყურადღება განწყობას გაგიუმჯობესებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით