7-13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ურთიერთობებში იწყება მოულოდნელი კავშირების ან გათავისუფლების პერიოდი

7-13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ურთიერთობებში იწყება მოულოდნელი კავშირების ან გათავისუფლების პერიოდი

ამ კვირაში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები გველოდება. თუნდაც სავსემთვარეობა ვახსენოთ თხის რქაში. კვირის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე წაიკითხოთ. ახლა კი გაიგეთ რა გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი

ამ კვირაში, როგორც ჩანს, ცვლილებების ტალღაზე ხართ და საკმაოდ წარმატებითაც. შესაძლოა, ჩვეული აზროვნების შეცვლა ან ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ახალი ბიზნესის დაწყება მოგინდეთ. ინტუიცია გაძლიერებულია. სავსემთვარეობა სამსახურში პასუხისმგებლობის თემას გამოკვეთს - დროა, წინ გადადგათ ნაბიჯი, გვერდზე გადადოთ ეჭვები. ის, რაც ადრე შექმენით, ახლა შემდეგი ნაბიჯის საფუძველი ხდება.

კურო

თქვენ განახლების და შთაგონების ნაკადში ხართ - ახლა შინაგანი აღორძინებისა და თვისებრივი ცვლილებების შესანიშნავი შანსია. ფული, ღირებულებები, თვითშეფასება - ძლიერ ტრანსფორმაციას განიცდის. ურანი თქვენს ნიშანს ტოვებს, მაგრამ მაინც კვალს დატოვებს: ახლა მზად ხართ, სხვაგვარად მართოთ თქვენი რესურსები. სავსემთვარეობა პასუხისმგებლობას მოითხოვს სხვა ადამიანების ფულისა და ვალების სფეროში, ხაზს უსვამს კონკრეტული მიზნების თემას, იქნება ეს განათლება თუ მოგზაურობა.

ტყუპი

7 ივლისს ურანი პირველად გადმოვა თქვენს ნიშანში. ამ მოვლენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე . სიყვარული მირაჟივით ხდება - ეფემერული, მყიფე, მინიშნებებითა და შთაგონებით აღსავსე. მომდევნო 4 თვე გონებრივი რევოლუციების პერიოდია, თქვენი მომავალი წარმატებისთვის ნაბიჯი ახლა უნდა გადადგათ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ - ახალი ცხოვრების დაწყების დროა. თხის რქაში სავსემთვარეობა მოითხოვს, რომ დაფიქრდეთ, როგორ განვითარდეთ თქვენს პროფესიაში? მნიშვნელოვანია, იმოქმედოთ სერიოზულად, დაფიქრებით და გააზრებულად გადადგათ ყოველი მომდევნო ნაბიჯი.

კირჩხიბი

ამ კვირაში ახალი ენერგიის გამტარს ჰგავხართ. კარგი დროა სამომავლო გეგმის ჩამოსაწერად და ახალი სიმაღლეებისკენ გზის დასახვისთვის. შეგიძლიათ ვინმე მოხიბლოთ და გადაჭრათ თქვენი სოციალური საკითხები. სავსემთვარეობას ზედაპირზე ამოაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - პირადი და კარიერული, გაარკვევთ მნიშვნელოვან სიტუაციას ურთიერთობებში ან ფინანსურ ვალდებულებებში. სამყარო ახალ პერსპექტივებს გიხსნით: დატოვეთ ემოციური ვალები, რომლებიც წარსულისკენ გიბიძგებთ.

ლომი

კვირის ზოგადი თემა: სიღრმისა და ნახტომის კომბინაცია. ენერგიები სიღრმეს და შინაგან ძალას გაძლევთ: შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ძველი სცენარებისგან სიყვარულსა და ღირებულებებში, დაამყაროთ მიზიდულობის ახალი სისტემა. გრძნობები უფრო დახვეწილი გახდება, ოცნებები - უფრო ნათელი, სიყვარული - უფრო პოეტური. ჩაიწერეთ იდეები, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოდის - ეს შეიძლება შემთხვევითი არ იყოს. კვირის მეორე ნახევარი მოწიფული გადაწყვეტილებების მიღების დროა. გათავისუფლდით ცრუ მიზნებისგან.

ქალწული

იწყებთ თქვენი აზროვნების, კომუნიკაციის, იდეების რესტრუქტურიზაციის პერიოდს. კვირა ამძაფრებს ინტუიციას და რომანტიკულ მიზიდულობას, აძლიერებს სულიერ სიახლოვეს. თუმცა, თხის რქაში სავსემთვარეობა მიუთითებს ურთიერთობის სპეციფიკაზე, როგორც არჩევანს, იყოთ ახლოს და გაიზარდოთ ერთად. ეს სავსემთვარეობა ასევე წამოჭრის სამუშაო საკითხებს. ნუ შეგეშინდებათ შინაგანი არეულობის - თქვენ ახალი ციკლის ზღურბლზე ხართ. ფინანსური ნაკადები გადაჯაჭვულია შთაგონებასთან და რომანტიკულ კავშირებთან.

სასწორი

კვირა ააქტიურებს ღრმა სენსუალურობას, შთაგონებას, განსაკუთრებით შემოქმედებაში. ურანი ცვლის თქვენს კარიერულ ვექტორს - შეიძლება მოვიდეს იდეები მომავლიდან. შესაძლებელია განკურნების ან წარსულში ჩაძირვის მომენტები. ხოლო თხის რქაში სავსემთვარეობა წინა პლანზე წამოწევს კითხვებს რეალური ღირებულებებისა და საყრდენების შესახებ. შესანიშნავი შესაძლებლობაა განკურნებისთვის სილამაზის მეშვეობით, მაგრამ ღირს ყველაფრის მოწესრიგება, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და ყოველდღიური რუტინის საკითხებში.

მორიელი

რომანტიკული წინათგრძნობები არ გატყუებთ, თითქოს მისტიციზმის ტალღაზე ტივტივებთ. კვირის ენერგიები ტრანსფორმაციულობის, ინტიმურობის შანსებს გაძლევთ. ურთიერთობაში რაღაც იცვლება - მზად იყავით ძველი მოდელის დავიწყებისთვის. სავსემთვარეობა განათლებასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოკვეთს. გარემო იცვლება: ადამიანები, იდეები, თქვენ გარშემო არსებული თემები იცვლება. თხის რქაში სავსემთვარეობა ურთიერთობის კულმინაციას მოიტანს: ან გაძლიერებას, ან დასრულებას.

მშვილდოსანი

გრძელვადიანი გეგმები, ოცნებები, გუნდები, მომავალი - ეს ყველაფერი განახლდება. ვენერას თქვენს ოპოზიციურ ნიშანში გადასვლა სინაზეს მიანიჭებს მეგობრობისა და ურთიერთობის სფეროს. ხელოვნება, განათლება, მედია - ეს ყველაფერი შეიძლება შემოსავლად იქცეს. შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი ჰობი ან გატაცება ბიზნესად აქციოთ. თხის რქაში სავსემთვარეობა თქვენს ყოველდღიურ რუტინას გამოკვეთს - შესაძლოა, დროა შეცვალოთ რეჟიმი ან აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ჯანმრთელობასა და გრაფიკზე.

თხის რქა

გილოცავთ, სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება. თქვენი წარმოდგენები წარმატების, სტატუსისა და ცხოვრებისეული მიზნების შესახებ შეიცვლება. სავსემთვარეობა მოგიწოდებთ, საკუთარ თავზე იყოთ ორიენტირებული. ეს გამოკვეთს თქვენს შემოქმედებით ამბიციებს, აჩვენებს, თუ რა გსურთ სინამდვილეში ცხოვრებისგან. თითქოს შეკრების წერტილში ხართ: თქვენს კარიერაში შთაგონება ჩნდება, რაც დაგეხმარებათ გადადგათ ნაბიჯი თქვენი ნამდვილი მოწოდებისკენ. სასარგებლოა ინვესტიციები საკუთარ განათლებაში, ახალ აღჭურვილობაში, მანქანაში.

მერწყული

ურანი თქვენი მმართველია, 7 ივლისს იგი ტოვებს კუროს ნიშანს და გადადის თქვენსავით ჰაეროვან ტყუპში. მას განახლება მოაქვს თქვენი სიყვარულისა და შემოქმედების სფეროში. თქვენ შინაგან ტრანსფორმაციას გადიხართ. ურთიერთობებში იწყება მოულოდნელი კავშირების ან გათავისუფლების პერიოდი. შეიძლება იგრძნოთ მოწოდება მოგზაურობის, სწავლის ან თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლისკენ. თხის რქაში სავსემთვარეობა მნიშვნელოვან საუბარს მოიტანს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ეს ასევე სიმწიფის გამოცდაა მატერიალურ სფეროში: შემოსავალი და ხარჯები მოითხოვს მკაფიო ხედვას.

თევზები

ეს კვირა ეხება თქვენი სულის ყველაზე ნაზ სიმებს, მაგრამ მოითხოვს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სიყვარულის, სახლის, ოჯახისა და საცხოვრებლის სფეროში. ვლინდება თქვენი სრული პოტენციალი თანაგრძნობის, შთაგონებისა და სილამაზის მიმართ. მაგრამ თხის რქაში სავსემთვარეობა გიბიძგებთ იმაზე ფიქრისკენ, თუ როგორ ავლენთ ამ თემებს სამყაროში? სად არის თქვენი გუნდი, თქვენი წვლილი, თქვენი საზღვრები? თქვენი ენერგია განახლდება, სიხარულის არატრადიციული წყაროები გამოჩნდება. დროა, გათავისუფლდეთ იმისგან, რაც გამძიმებთ და აპატიოთ საკუთარ თავს, ის, რაც წარსულში უნდა დარჩეს.