მთვარე ვერძში გადავა 7 აპრილს 15:24-ზე და დარჩება 9 აპრილის 15:26-მდე.
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ გირჩევთ, არ გადაიღალოთ თავი. უფრო მეტიც, ახალი საქმეების დაწყება 9 აპრილიდან ჯობია.
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
გაუფრთხილდით თავს.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე. ნათელი და თბილი გარემო შეუქმენით მცენარეებს.