7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, გადაამოწმეთ დეტალები. კარგი დღეა მიზნების განსახორციელებლად, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

ტყუპი - ცვლილებები გსურთ და დღეს რამდენიმე სფეროში სიახლეს შეიტანთ. იყავით მეტად აქტიური არ დაკარგოთ დრო ტყუილად.

კირჩხიბი - მუშაობაშიც და ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. საღამო მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი - თუ გულხელდაკრეფილი არ იჯდებით, კარგ შედეგს მიაღწევთ. კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. აგრეთვე, სასიყვარულო მიმოწერისთვის.

ქალწული - გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ ხართ და ეცადეთ, გადაწყვეტილებები მათი გავლენით არ მიიღოთ. მათგან მეტი პატივისცემა და თავისუფლება უნდა გქონდეთ.

სასწორი - გამარჯვება ახლოსაა და მთავარია, თქვენი მონდომება, არ გაჩერდეთ. იმოქმედეთ ყველა წესის დაცვით. საღამოს გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და დატკბით ცხოვრებისეული წვრილმანებით.

მორიელი - დასვენების, მომხდარის გაანალიზების დღეა. თუ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მეტად გახსნილი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი - მხოლოდ გართობაზე ნუ ფიქრობთ, მუშაობაც აუცილებელია და მომხდარის გაანალიზებაც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნაკლებად გარისკეთ.

თხის რქა - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად გულუხვი და ერთგული. ყველას დაანახვეთ, რამდენად კარგი პარტნიორი ხართ.

მერწყული - ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ნუ იქნებით უხეში ახლობლებთან ურთიერთობისას. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად.

თევზები - საინტერესო ცვლილებები გელით კარიერაში. იყვავით დაკვირვებული. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით