ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:14-ზე, მთვარე 10:29-დან კუროშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ვერძი
იყავით აქტიური სამსახურში, უფროსების წინაშე. რთული ამოცანებისადმი ოპტიმისტური მიდგომა დაგეხმარებათ კარგი შედეგების სწრაფად მიღწევაში. პოზიტიური განწყობა თქვენი წარმატების გასაღები იქნება. პირად ურთიერთობებში იყავით უფრო თავშეკავებული, ნუ მიიყვანთ საქმეებს ჩხუბამდე.
კურო
თუ ემოციებს არ აკონტროლებთ, შეიძლება დიდი სკანდალის პროვოცირება მოახდინოთ კოლეგებთან ან ნათესავებთან. თქვენი გაღიზიანება და ემოციურობა არ გაძლევთ საშუალებას ფხიზელი თვალით შეხედოთ საქმეებს, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ახალი ნაცნობი პრობლემებს დაგავიწყებთ და გაგამხიარულებთ.
ტყუპი
სამსახურში იყავით თავშეკავებული და ყურადღებიანი, რათა მხედველობიდან არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი დეტალები. შესაძლოა საკუთარ თავში ახალი საინტერესო შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ღრუბლებში ფრენა ხელს შეგიშლით რაციონალურ აზროვნებასა და მოქმედებაში.
კირჩხიბი
მიმოიხედეთ გარშემო და ყურადღება მიაქციეთ იმ მინიშნებებს, რომლებიც სამყარომ გამოგიგზავნეთ. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს, თუ საკმარის ყურადღებას არ მიაქცევთ პარტნიორს. მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი, მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული, გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანს.
ლომი
გირჩევთ დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და არ ჩაერიოთ იმაში, რაც ხდება. დღეს შემოსული ყველა ინფორმაცია გულდასმით უნდა შემოწმდეს, რომ არ დაუშვათ სერიოზული შეცდომა. სხვისი აზრი თუ რჩევა გამოგადგებათ, მოუსმინეთ ოპონენტებს.
ქალწული
შესაძლოა, ზედმეტად ემოციურად აღიქვამთ ყველაფერს, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, ნერვიულობთ წვრილმანებზე. კომუნიკაციის დროს ნუ იქნებით გულწრფელი სხვებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემთხვევით გააჟღეროთ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო. დღეს კრიტიკის მიმართ მეტი სიმშვიდე გჭირდებათ.
სასწორი
გამოცდილება დაგეხმარებათ მოვლენებს შეხედოთ მეტად გონივრულად, მშვიდად იფიქროთ და გააზრებულად იმოქმედოთ. გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მოსაძებნად.
მორიელი
ნუ იქნებით ძალიან მომთხოვნი სხვების მიმართ, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ტაქტი. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია სირთულეები, მაგრამ ეს არ არის განშორების მიზეზი. გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, მოუმზადეთ რომანტიკული ვახშამი.
მშვილდოსანი
პროფესიონალის რჩევები დღეს სერიოზული შეცდომებისგან გადაგარჩენთ. მოუსმინეთ რას გეუბნებიან და გამოიყენეთ სხვისი გამოცდილება. მოიშორეთ დაძაბულობა. ეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
თხის რქა
დღევანდელმა აჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები, ამიტომ კარგად დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე. თუ რაიმე საინტერესო იდეა გქონდათ, დაიწყეთ მისი განხორციელება და მალე ნახავთ შესრულებული სამუშაოს შედეგებს. გააკონტროლეთ ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიფუჭებთ განწყობას.
მერწყული
სხვების ქმედებებმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული თქვენს შეფასებებში. დღეს იპოვით პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე, თუ ყურადღებით დააკვირდები რა ხდება გარშემო. შესაძლოა, მიიღოთ სიახლეები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე.
თევზები
ის, რისი გაკეთებაც დღეს შეუძლებელია, ხვალ ბევრად უფრო მარტივად მოგვარდება, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, გადადეთ ისინი ხვალისთვის. ბევრი რამეს, რაც დღეს მოხდება, ექნება გაგრძელება და აისახება მომავალ მოვლენებზე. მოერიდეთ უკიდურესობებს, ეძებეთ კომპრომისი.