კურო
რადგან სამსახურის საქმეებისგან ისვენებთ, გააუმჯობესეთ პირადი კონტაქტები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. შესაძლოა, მათთან ურთიერთობამ თქვენ უფრო მეტი სიკეთე მოგიტანოთ.
ტყუპი
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და აგრეთვე მივლინებისთვის. სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ.
კირჩხიბი
დღეს მშვიდად ყოფნა მოგინდებათ. საკუთარ თავთან და ფიქრებთან განმარტოება. მოერიდეთ ყველანაირ აქტიურ საქმიანობას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, წარსულის გაანალიზებას.
ლომი
მეგობრების დახმარებით თქვენთვის ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან და თუ ერთად ცხოვრებას ჯერ ვერ ახერხებთ, უქმეები ან შვებულება მაინც გაატარეთ მის გვერდით.
ქალწული
დღეს რთულ საქმეებსაც მარტივად მოაგვარებთ და სუსტებსაც არ მისცემთ ჩაძირვის საშუალებას. მოერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას კვებაში.
სასწორი
განწყობის ცვალებადობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ ბუნებაში.
მორიელი
მოსალოდნელია მოგება, საჩუქრები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ზოგიერთს ოჯახში ახალი წევრი შეემატება.
მშვილდოსანი
ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ შეცდომები, ნუ გაახმოვანებთ საკუთარ იდეებს დროზე ადრე. აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები.
თხის რქა
თუ დღეს სასურველ ადამიანს შეხვდებით, მის გამო ბევრ რამეს დათმობთ. ნუ შეუშინდებით მოგზაურობას, საცხოვრებელი მისამართის, პარტნიორის შეცვლას.
მერწყული
დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნებისმიერი საკითხი დიპლომატიურად მოაგვარეთ და ეცადეთ, მოქიშპეებთანაც კი მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.
თევზები
დღეს მხოლოდ საკუთარ კი არა გარშემო მყოფების უსიამოვნებებსაც განიცდით. ძლიერი უნდა იყოთ, რთული სიტუაციიდან თავადაც უნდა გამოძვრეთ და სხვებიც გადაარჩინოთ.