კურო
დილიდან შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.
ტყუპი
ყველა საქმეს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანთან შეხვედრამდე ჩამოაყალიბეთ მისთვის სათქმელი.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეებს ორშაბათიდან შეუდექით. დღეს კარგია დასვენება, მასაჟი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. პაემანზე ყოფნისას ვალდებულებებზე ნუ იფიქრებთ.
ლომი
მეტად დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
ქალწული
საქმიანი საკითხები მეგობრულ გარემოში, პიკნიკზე განიხილეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. საღამოს ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ ნათესავები მიიპატიჟეთ.
სასწორი
დილა მსუბუქი ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. დღე დასვენებას, ბუნებაში სეირნობას დაუთმეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მოთმინება.
მორიელი
დღე ბავშვებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება გმართებთ. სხვა დღისთვის გადადეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლა.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. საღამოს მეტად დაისვენეთ, განმარტოვდით.
თხის რქა
დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან. ხშირად გაიღიმეთ.
მერწყული
განწყობას დილის ვარჯიში გაგიუმჯობესებთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაანებივრეთ. მეგობრების დახმარებით შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ნუ გართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.
თევზები
ყურადღება გმართებთ, შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მოუმზადეთ სიურპრიზი.