აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 31 რიცხვით სრულდება. ასტროლოგიურად აგვისტო ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს. ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით აგვისტოს ქველთობისა ერქვა.
როგორია 7 აგვისტოს დაბადებული ადამიანი
7 აგვისტოს დაბადებული ადამიანები უჩვეულოდ ცნობისმოყვარეები არიან. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალებით მოცული, ამიტომ გამუდმებით ცდილობენ ამოხსნან ნებისმიერი მოვლენის მიღმა დაფარული ჭეშმარიტი არსი და გამომწვევი მიზეზი. ისინი აღმერთებენ კროსვორდებს, სხვადასხვა სახის თავსატეხებს და აზარტულ თამაშებს. თუმცა, ამ უკანასკნელით სერიოზულად გატაცებამ შეიძლება მათ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მოიტანოს.