7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:33-ზე, 7 აპრილი, მთვარე 15:24-დან ვერძში იქნება

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.

ვერძი

დღეს შეიძლება ახალ იდეები მოგივიდეთ თავში, მაგრამ მათ განხორციელებას უახლოეს მომავალში შეძლებთ. ისინი გახდებიან თქვენი სასიამოვნო ცხოვრებისეული ცვლილებების მიზეზი - განსაკუთრებით ფინანსური.

კურო

მიზანშეწონილია გაატაროთ მთელი დღე კარგ ხასიათზე. უნდა ჩამოაყალიბოთ პოზიტიური განწყობა და დაიცვათ სამყაროს შესაბამისი ხედვა.

ტყუპი

შესაძლებელია და აუცილებელია დაუკავშირდით მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს: მოიკითხეთ და მოისიყვარულეთ ახლობლები.

კირჩხიბი

უღირსი საქციელის ჩადენის შემდეგ, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს ახლობელ ადამიანთან, ურთიერთობა დაიძაბება სერიოზულ კონფლიქტამდე და განშორებამდეც კი.

ლომი

დღეს გაგიმართლებთ ფინანსურ გარიგებებში. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, საღამო - ოჯახის წევრებთან გართობას.

ქალწული

საყვარელი ადამიანების პრეტენზიები შეიძლება აღმოჩნდეს უსიამოვნო, მაგრამ სამართლიანი. აუცილებელია მათზე ყურადღების მიქცევა და შეცდომების გამოსწორება.

სასწორი

დღე - საბედნიეროდ, დასვენების დღეა - უნდა გაატაროთ მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში - მაგრამ თუ დაძაბულობა იგრძნობს თავს, მოიშორეთ - მაგალითად, სუფთა ჰაერზე გასეირნებით.

მორიელი

საყოფაცხოვრებო და ეკონომიკურ საკითხებს სჭირდება გულდასმით დაფიქრება, მათი შედეგების გამოთვლა: თუ რამე არასწორად მოხდება, მოგიწევთ საწყის წერტილს დაუბრუნდეთ და თავიდან დაიწყოთ.

მშვილდოსანი

დაძაბულობისგან, რომელიც არსებობს, გაგათავისუფლებთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბარი. განსაკუთრებით მათთან, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ, კარგი განწყობა გარანტირებულია.

თხის რქა

შეგიძლიათ აღიდგინოთ ძალა, რომელიც მთელი კვირა დახარჯეთ სამსახურში. გააკეთეთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ესტუმრეთ მათ, ვისი დანახვაც გიხარიათ.

მერწყული

უარი თქვით უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაზე, თუნდაც ისინი თქვენი ნათესავები იყვნენ. მეტი დრო დაუთმეთ სიამოვნების მიღებას. შეგიძლიათ შინ მეგობრები მიიპატიჟოთ.

თევზები

ცუდი აზრები, რომლებიც დილიდანვე გაგიჩნდებათ, უნდა მოიცილოთ, სარგებელი იქნება პოზიტიური აზროვნება: თუ კარგზე იფიქრებთ, მალე მიიღებთ მას. იყავით მოსიყვარულე ახლობლების მიმართ.