კურო
თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, კონკურენტებს დაიმეგობრებთ და მათგან ბევრსაც ისწავლით. კარგი დღეა ფინანსური, ახალი საქმეების დასაგეგმავად, მაგრამ მათ განხორციელებას ჯერ ნუ იჩქარებთ.
ტყუპი
მცირე უსიამოვნებებს ნუ შეუშინდებით. პირიქით, ეს ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილად მიიღეთ და იბრძოლეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.
კირჩხიბი
ენერგიული და იდეებით აღსავსე ხართ. მთავარია, უფროსისგან ნებართვა აიღოთ და გვერდით გამოცდილი, ერთგული ადამიანები დაიყენოთ, რათა მათი განხორციელება შეძლოთ.
ლომი
კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, ახალი იდეების განსახორციელებლად. ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ და ისე იმოქმედეთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დისკუსიებსა და კამათს. უფრო მეტიც, ნაკლები დრო გაატარეთ მათთან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში.
სასწორი
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ. შეისწავლეთ გარშემო მყოფთა ბუნება, მაგრამ ენას კბილი მაინც დააჭიროთ.
მორიელი
ნუ ეცდებით საკუთარი უპირატესობის კამათითა და მუშტებით დამტკიცებას. უმჯობესია, დღეს საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი შეიკაოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.
მშვილდოსანი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, ნუ გამოეპასუხებით გარშემო მყოფთა კრიტიკას, ქილიკს და თქვენი საქმე აკეთეთ. ადრე თუ გვიან ისინი დაიღლებიან, თქვენ კი დღის ბოლოსთვის საქმეების დასრულებას შეძლებთ.
თხის რქა
ფინანსური და იურიდიული საქმეების მოგვარება პრიორიტეტად გაიხადეთ. ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, თუ დარწმუნებული იქნებით, რომ პიროვნება, რომელსაც საქმეები ანდეთ, პროფესიონალია.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად, კონტაქტების დასამყარებლად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
თევზები
დილა საქმეების მოგვარებას, საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს დაუთმეთ. საღამო კი მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.