ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:08-ზე, მთვარე ტყუპშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
ვერძი: წარმატებთ მოაგვარებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. სამსახურში შესაძლებელია გარკვეული სირთულეები, მოთმინება მოგიწევთ. აკონტროლეთ ემოციები.
კურო: თუ თქვენი ურთიერთობები ან საქმეები მოძველდა, ეცადეთ, მოიკრიბოთ გამბედაობა და ესაუბროთ პარტნიორს. იყავით დაკვირვებული და ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ტყუპი: იყავით ფრთხილად საქმეების მოგვარებისას. უცნობებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ თავშეკავება და ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი. ჰაერზე ყოფნა ენერგიას შეგმატებთ.
კირჩხიბი: მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამო განმარტოებით გაატარეთ და მნიშვნელოვან მოვლენებზე იფიქრეთ.
ლომი: თქვენი ფინანსური კეთილდღეობა თანდათან უმჯობესდება და შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. ასევე იზრდება თქვენი წარმატება. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სხვებში შური ან გაღიზიანება. იყავით უფრო თავშეკავებული, ნუ ტრაბახობთ.
ქალწული: შესაძლოა, საქმეში თქვენი შეცდომები ან ხარვეზები გამოვლინდეს და მათზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მშვიდად მოაგვარეთ უზუსტობები.
სასწორი: დროა განახორციელოთ თქვენი ორიგინალური იდეები. ხელისუფლება დააფასებს თქვენს არასტანდარტულ მიდგომას პრობლემის მოგვარების მიმართ. ყველას დანახვებთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება.
მორიელი: დღეს განწყობა ხშირად შეგეცვლებათ, შეეცადეთ იყოთ უფრო ტოლერანტული სხვების მიმართ. შესაძლებელია ახალი საინტერესო ნაცნობები. თუმცა, უნდა მოერიდოთ ავანტიურისტებს და მანიპულატორებს, რომლებიც გთავაზობენ საეჭვო პროექტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაკარგოთ ფულიც და ქონებაც.
მშვილდოსანი: ფულთან ან ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას ძალიან ფრთხილად იყავით. დიდია შეცდომის ან უზუსტობის ალბათობა, რაც დიდ ზარალს გამოიწვევს. მოერიდეთ ახალი საქმის ან ახალი ურთიერთობების დაწყებას.
თხის რქა: სამსახურში არსებულმა სირთულეებმა შეიძლება ახალი ადგილის ძიება გაიძულოთ. ნუ ენდობით ინტერნეტნაცნობებს, რომლებსაც არასოდეს შეხვედრიხართ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
მერწყული: დღე მშვიდად, სამუშაო რეჟიმში ჩაივლის. უნდა გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას. ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან თქვენი იდეების პოპულარიზაციაში და ახალი შესაძლებლობების გახსნაში. შექმენით საქმიანი კავშირები.
თევზები: რთული დღეა, დიდ ემოციურ სტრესს მოითხოვს. მოგიწევთ სამუშაო კონფლიქტების მოგვარება, კოლეგებისთვის საკუთარი სიმართლის მტკიცება. ახლობლები ყურადღებას და დაპირებების შესრულებას მოითხოვენ. არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი რამ, დაუთმეთ მთელი დრო სამუშაოს.