კურო
მთელი დღე საქმეებით იქნებით დატვირთული და, როგორც წესი, ან სხვების დავალებები უნდა შეასრულოთ, ან სხვების გაფუჭებული საქმეები. მოთოკეთ ემოციები. დღეს შეიძლება თქვენი ნამოქმედარით გაითქვათ სახელი.
ტყუპი
დაივიწყეთ გეგმები და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ. მოთოკეთ ნერვები, ნუ მოსპობთ საკუთარ და გარშემო მყოფთა ნივთებს. ემოციურ დაძაბულობას ვარჯიში მოგიხსნით. საღამო რომანტიკას დაუთმეთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის.
კირჩხიბი
დღეს საკუთარზე წინ სხვათა ინტერესების, საქმეების დაყენება მოგიწევთ, მაგრამ თუ ხვდებით, რომ იჩაგრებით, გამოეთიშეთ "თამაშს". კარგი დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური სამუშაოსთვის. საყიდლებზე წასული мოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს.
ლომი
თავადაც თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ და სხვებსაც მიეცით ამის საშუალება. საკუთარი წარუმატებლობის გამო სხვებს ნუ მოსთხოვთ პასუხს. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, დასვენებას.
ქალწული
სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ, რთული სიტუაციიდან თავდასაღწევად სწრაფად და ეფექტურად უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა საინტერესო შეხვედრებისა და მგზავრობისთვის.
სასწორი
საქმეებში დილიდან ჩაერთეთ და საღამოს დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო. კარგი დღეა მოლაპარაკებისა და კონსულტაციისთვის. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში შეხვდით მეგობრებს, გაიჩინეთ ახალი ნაცნობები.
მორიელი
სწრაფად და ყურადღებით იმოქმედეთ. ნუ დაკარგავთ დროს უაზრო კამათსა და განხილვაზე. დღეს ზოგიერთი საიდუმლო ინფორმაციას შეიტყობთ, რასაც თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ. დღის მეორე ნახევარში საქმეებს წარმატებით დაასრულებთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გართობის საშუალებაც მოგეცემათ.
მშვილდოსანი
ღრუბლებიდან უნდა დაეშვათ და საკუთარი და გარშემო მყოფთა საკეთილდღეოდ იმუშაოთ. გაუფრთხილდით გულ–სისხლძარღვთა სისტემას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახილველად. საყიდლები ორშაბათამდე გადადეთ.
თხის რქა
იაქტიურეთ, კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, სამსახურის საქმეების გადასახალისებლად. მგზავრობისას, განსაკუთრებით საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, განიხილეთ მიმდინარე მოვლენები.
მერწყული
მიუხედავად იმსა, რომ მთვარე მერწყულშია, არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ისეთი საქმეებით დაკავდით, რაც ერთ ადგილს არ მიგაჯაჭვებთ და მოძრაობის, ადამიანებთან კონტაქტის საშუალებას მოგცემთ.
თევზები
ყველაფრის მოსწრებას ნუ ეცდები. მხოლოდ ძირითადი საქმეები შეასრულეთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა ან სტუმრიანობა გელით. ეცადე, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს და ნუ მიიტანთ გულთან ახლოს იმას, რაც თქვენ არ გეხებათ.