ავტორი:

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:19-ზე, მთვარე კირჩხიბშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი

საინტერესო და აქტიური დღე გელით. შესაძლებელია მოგზაურობები, საინტერესო შეხვედრები, ღონისძიებები. არის შანსი შეხვდეთ უცხოელებს ან მოგზაურებს, რომლებიც გაგიზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას.

კურო

ვარსკვლავები გირჩევთ დაისვენოთ ყოველდღიური პრობლემებისგან. ყურადღებით განიხილეთ შეთავაზებები, რომლებიც დღეს მიიღებთ განსაკუთრებით თუ ისინი ეხება ვაჭრობის სფეროს.

ტყუპი

კომუნიკაციის დღეა, ახალი მეგობრების გაცნობისა და ძველებთან დროის გატარების საშუალებას მოგეცემათ. საღამო გაატარეთ საინტერესო გარემოში, მეგობრებთან ერთად.

კირჩხიბი

თუ დაგეგმილი გაქვთ მოგზაურობა ან შეხვედრა უცხო ადამიანებთან, შეიქმენით პოზიტიური, მშვიდი განწყობა და არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დაწესებულებების მონახულება.

ლომი

კარგი იქნება დღის განსხვავებულად გატარება, ახალი საინტერესო ადგილების მონახულება, სასარგებლო ინფორმაციის გაცნობა. ფიზიკური აქტივობა სასიკეთოდ გამოგადგებათ. საღამოს რომანტიული შეხვედრა გელოდებათ.

ქალწული

გარემოებებთან ადაპტაციისთვის უფრო მოქნილები უნდა იყოთ და უფრო ადვილად შეხედონ მოვლენებს. თუ ცოტათი გადაუხვევთ მკაცრ წესებს, არის შანსი მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება და გაერთოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის ან მგზავრობის დასაწყებად. გარემოს შეცვლა, უჩვეულო ექსკურსიები ან კვლევითი ექსპედიცია ენერგიით აგავსებთ. შუამავლის როლი განსაკუთრებით წარმატებული იქნება თქვენთვის, გამოიყენეთ ეს საჭირო კავშირების დასამყარებლად.

მორიელი

აქტივობის წყურვილმა და ახალი გამოცდილების ძიებამ შეიძლება სარისკო წამოწყებებში ჩაგითრიოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მიიღოთ შეთავაზებები ტექნიკურ სფეროში, განათლებაში ან მოგზაურობაში. არსებობს სასიყვარულო ნაცნობობის შანსი.

მშვილდოსანი

დღეს უნდა იყოთ უფრო მოქნილები, დიპლომატიური და კომუნიკაბელური. ასე თავიდან აიცილებთ რთულ სიტუაციებს და გადაარჩენთ თქვენს რეპუტაციას. საღამო შესაფერისია სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

თხის რქა

პრობლემები, საქმეები, სხვების დახმარების სურვილი დღეს უნდა დაივიწყოთ და მთელი დღე ოჯახთან ერთად მხიარულად გატაროთ. მოაწყვეთ ოჯახური წვეულება და უმასპინძლეთ მეგობრებს.

მერწყული

დღეს არ უნდა უნდა იყოთ მარტო. შეხვდით მეგობრებს. ფიზიკური აქტივობები დაგეხმარებათ ემოციურად განტვირთვაში და კარგი განწყობის დაბრუნებაში. საღამოს ჩაერთეთ შემოქმედებით პროცესში ან წადი პაემანზე.

თევზები

დღეს საოჯახო ვალდებულებები უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ აურზაურს და დაბნეულობას, ნუ გაბრაზდებით, თუ რამე არასწორედ კეთდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საღამოს ესტუმრეთ ახლობლებს.