კურო
დღეს შეიძლება ყველაზე ახლობელმა ადამიანმა გატკინოთ გული. თუმცა, ყურადღება არ მიაქციოთ და სიტუაცია თავისით დალაგდება.
ტყუპი
მოერიდეთ დამღლელ და მოსაბეზრებელ საქმიანობას. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. კარგი დღეა ლოცვისა და სულიერი განათლების მისაღებად.
კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საღამოს კი წვეულება მოაწყვეთ და ნათესავები დაპატიჟეთ. ეცადეთ, მცირე საჩუქრით გაანებივროთ საყვარელი ადამიანი.
ლომი
საინტერესო შეხვედრების, სიურპრიზებისა და საჩუქრების დღეა. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს; განსაკუთრებით მათ, ვინც წარსულში გაწყენინათ და აღადგინეთ მათთან ურთიერთობა.
ქალწული
კარგი დღეა ქველმოქმედებისა და გარშემო მყოფების მოსაკითხად. ეცადეთ, დახმარებაზე არავის უთხრათ უარი, მაგრამ მათ გასაკეთებელ საქმეებს მთლიანად თქვენ ნუ გააკეთებთ.
სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა ლოცვისა და ტაძარში სანთლის ასანთებად.
მორიელი
კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. უმჯობესია, ისინი შინ მოიწვიოთ და საჩუქრებითა და გემრიელობებით გაანებივროთ.
მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა მოწყალებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, გადაკეთების, აღდგენისთვის. უსაჩუქროდ არ დატოვოთ მეგობრები და ნათესავები. მეტი მზრუნველობა გმართებთ გარშემო მყოფების მიმართ.
მერწყული
დღეს საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამოს ან მეგობრებს ესტუმრეთ, ან შინ მოიპატიჟეთ ისინი.
თევზები
დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმოქმედეთ. საჩუქრებს თავადაც მიიღებთ და ნურც საყვარელ ადამიანსა და ახლობლებს დატოვებთ უსაჩუქროდ.