7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაურკვეველ სიტუაციაშიც კი უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გაბრაზებულმა არ გათქვათ ახლობლების საიდუმლო. მოერიდეთ ავანტიურას. ნუ ეცდებით სხვისი პრობლემების მოგვარებას.

ტყუპი

ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს, თქვენნაირი ადამიანი სირთულეებს არ უნდა უშინდებოდეს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან გაერთიანებას, ფინანსურ მაქინაციებს.

კირჩხიბი

გარშემო მყოფების ჩვევებსა და უარყოფით თვისებებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. განსხვავებული გემოვნების გამო ნუ იკამათებთ. სტრესის გამო შეიძლება გაგიუარესდეთ ჯანმრთელობა, აკონტროლეთ წნევა.

ლომი

დაიცავით სიმშვიდე გარშემო. სიმართლის დამტკიცებას აგრესიით ნუ ეცდებით. არ დაარღვიოთ წესები, ტრადიციების. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების განხილვას.

ქალწული

ცვლილებები გელით სიყვარულში, მეგობრობაში. ზოგიერთი ცხოვრების თავიდან დაწყებას შეეცდება. ნუ იქნებით ზედმეტად დამოუკიდებელი. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან; გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

მორიელი

ცვლილებებს გაგებით მოეკიდეთ. შეიძლება საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ და სხვების საკეთილდღეოდ მოიქცეთ. სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან, ელექტროტექნიკასთან, მედიკამენტებთან.

მშვილდოსანი

შეიძლება საკუთარი უფლებების, წესებს დაცვა მოგიხდეთ, მაგრამ იყავით მშვიდი და მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. ცვლილებები გსურთ საოჯახო და პირად ცხოვრებაში.

თხის რქა

შეიძლება სწორედ დღეს შეეჯახოთ იმ სირთულეებს, რომლებისაც ადრე გეშინოდათ. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. მოერიდეთ კამათს და აგრესიულობას. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან.

მერწყული

დღეს თქვენი ინტერესის სფეროა: პროგრამირება, ტექნიკა, პოლიტიკა. ზოგიერთი თაობის, ოჯახის, ჯგუფის წინააღმდეგ გაილაშქრებს. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით საჭესთან.

თევზები

სიახლეები გსურთ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. შეიძლება ქსელურმა მარკეტინგმა, ბირჟაზე თამაშმა, ონლაინგაყიდვებმა გაგიტაცოთ. მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების აღზრდას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით