პარასკევი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 00:36-ზე, მთვარე თევზებშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ფიზიკურ გადაღლას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
ვერძი
დღეს ღირს მთელი კვირის განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. გაანალიზეთ ყველაფერი, რაც ბოლო დროს გაკეთდა, დაფიქრდით, რატომ ვერ მიაღწიეთ იმას, რაც გინდოდათ და რა გიშლით ხელს. საჭიროების შემთხვევაში, შეიტანეთ კორექტირება თქვენს გეგმებში.
კურო
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოავლინეთ. ხშირად ზედმეტად ჯიუტი და კატეგორიული ხართ, გავიწყდებათ სხვისი ინტერესების გათვალისწინება. დროა გამოასწოროთ სიტუაცია, სანამ ის სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდება.
ტყუპი
რაც არ უნდა მაგარი პროფესიონალი იყოთ თქვენს სფეროში, არასდროს არის გვიანი სწავლისთვის. მიიღეთ რჩევა უფრო გამოცდილი კოლეგებისგან, ნუ უგულებელყოფთ კონსტრუქციულ კრიტიკას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაესწროთ მასტერკლასს ან დარეგისტრირდეთ სასწავლო კურსებზე.
კირჩხიბი
ცხოვრებაში ყველაფრით კმაყოფილი არ ხართ, მაგრამ ის, რისი გამოსწორებაც დღეს შეგიძლიათ, უნდა გამოასწოროთ. საუკეთესო დღეა თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად. საღამო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, სიურპრიზები გელოდებათ.
ლომი
დღეს არ აურიოთ ბიზნესი და პირადი. შეიძლება ახლობელი დაგიკავშირდეთ დასხმარების თხოვნით და მის გამო მოგიწიოთ სამსახურის საქმეების მიტოვებამ. გირჩევთ, ისე მოიქცეთ, რომ არ დაზარალდეთ. საღამოს დასვენების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ.
ქალწული
არ ჩაერთოთ უფროსთან კამათში; სასურველს ვერ მიაღწევთ და გაგიფუჭდებათ განწყობა მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში. ნუ დაკარგავთ დროს უსიამოვნებაში. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საქმეების დასრულებას, რათა უქმები თქვენი სურვილისამებრ გაატაროთ.
სასწორი
მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას გაატარეთ.
მორიელი
დღეს ყველაფერი საეჭვოდ გეჩვენებათ. ეს ცუდი არაა, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და ადამიანები - სანდოობაზე. ამასთან, სანამ თქვენი ეჭვები ფაქტებით არ დადასტურდება, აკონტროლეთ ემოციები და გამონათქვამები.
მშვილდოსანი
ჭკვიანი და წინდახედული ხართ, მაგრამ ეცადეთ, არავინ გაგაბათ მახეში, არ გათქვათ სხვისი საიდუმლოებები. გამონახეთ საშუალება, რათა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან; ერთად დაგეგმეთ უქმეები.
თხის რქა
კარგი დროა სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად. არაფორმალურ გარემოში შეხვდით საჭირო ადამიანებს და თქვენს გეგმებზე ესაუბრეთ. ნურც მეგობრულ შეკრებებზე და გასართობ ღონისძიებებზე იტყვით უარს.
მერწყული
საუკეთესო დღეა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გადადგით პირველი ნაბიჯი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
თევზები
დღეს შეიძლება გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ჯერ ნუ გათქვამთ, მოთმინებით დაელოდეთ შესაფერის მომენტს; მანამდე კი გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები.