7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაფრთხილდით, აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან და უფროსთან. შეიძლება ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ.

ტყუპი

დღეს უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი

სასიამოვნო დღეს გელით. გარშემო მყოფები თქვენი სიამოვნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ კოლეგებსა და უფროსზე.

ლომი

სასიამოვნო, შეიძლება ითქვას, საბედისწერო შეხვედრა გელით. მომავალი მეორე ნახევარი ინტელექტითაც მოგხიბლავთ და გარეგნობითაც. თქვენზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა.

ქალწული

აქტიური და მიზანდასახული ხართ. კარგი დღეა ძველი პროექტების "გამოსაცოცხლებლად", ახლების განსახილველად. დღეს გარშემო მყოფებში არსებულ დაძაბულ სიტუაციას ადვილად დაარეგულირებთ.

სასწორი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი საქმეების დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მორიელი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვრებლად, ბიუჯეტის დასაგეგმავად. მთავარია, მოერიდოთ სარისკო ქმედებებსა და აზარტულ საქმინობას.

თხის რქა

თუ გარშემო არსებული სიტუაცია, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან არ მოგწონთ, დროა, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ.

მერწყული

ნუ გექნებათ გარშემო მყოფების დახმარების იმედი და ნურც გაუნაწყენდებით მათ უყურადღებობისთვის. ყველა საქმეს დამოუკიდებლადაც გაუმკლავდებით.

თევზები

მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება დღის გეგმები თავდაყირა დაგიყენოთ, მაგრამ ეცადეთ, დროულად გაერკვეთ მოვლენებში და შეძლებისდაგვარად მოაგვაროთ სიტუაცია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით