კურო
მოაწესრიგეთ წვრილ-წვრილი საქმეები. გაერკვიეთ ფინანსურ საკითხებში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მათ თქვენთან გულახდილი საუბარი სურთ.
ტყუპი
იყავით მეტად აქტიური, აკონტროლეთ კონკურენტები. დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად მოიწყვეთ შოპინგი.
კირჩხიბი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ საღამოს ყველა საქმე და ვალდებულება მოგვარებული გქონდეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ.
ლომი
იდეებით აღსავსე ხართ. თუ სპონსორები და ერთგული პარტნიორები გვერდით გყავთ, ამოქმედდით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
სამსახურის საქმეები დილიდანვე მოაგვარეთ, წვრილმანებზე ნუ მოცდებით. თქვენი დახმარება სჭირდებათ უფროს ნათესავებს. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს გპირდებათ.
სასწორი
საიდუმლოებებს ნურავის გაუმხელთ, იდეები კი უფროსს გააცანით. პირად ურთიერთობაში იდეალური სიტუაცია გაქვთ. საყვარელ ადამიანს თქვენი უსიტყვოდ ესმის.
მორიელი
კოლეგებს თქვენი დახმარების იმედი აქვთ. შეეხმიანეთ ნათესავებს; შეიძლება მათაც დასჭირდეთ თქვენ რჩევა. საღამო რომანტიკულ პაემანს გპირდებათ.
მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. თუმცა, საეჭვო და ავანტიურულ საქმიანობას მოერიდეთ. პირადი ურთიერთობის მოსაგვარებლად მეტად გამოავლინეთ დიპლომატია.
თხის რქა
კარგი დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. დაასრულებთ წვრილ-წვრილ საქმეებს. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.
მერწყული
დაიცავით პირადი ინტერესები. თუმცა, ნურც გარშემო მყოფების უფლებებს დაარღვევთ. პირად ცხოვრებაში სიახლე გელით, ახალი კანდიდატი გამოჩნდება.
თევზები
ეცადეთ, ნაკლებად იყოთ მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ და თავად ყოველთვის პირველმა გაუწოდოთ მათ დახმარების ხელი. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.