შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან
რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
ვერძი
არ უნდა მოახდინოთ რეაგირება იმ პატარა “კბენებზე“, რომლებითაც თქვენი ახლობლები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან თქვენს გაბრაზებას: მათი ქცევა მთვარის ენერგიების გავლენით იქნება ნაკარნახევი, ხვალ კი ყველაფერს დაივიწყებთ.
კურო
იმის აღიარება, რომ გაქვთ მცირე პრობლემები, როგორც პროფესიონალური, ასევე პირადი, არ არის წარუმატებლობის ნიშანი, არამედ პირიქით, განსაკუთრებით თუ იცით, როგორ მოაგვაროთ ისინი.
ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ დაუსვათ თქვენს ქვეცნობიერს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული კითხვა, პასუხი აუცილებლად მოვა შესაბამის მომენტში.
კირჩხიბი
გამარჯვება, რომლის მიღწევასაც დღეს მოახერხებთ, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და ხელს შეუწყობს თქვენს თავდაჯერებულობას, რომელიც ყოველთვის გჭირდებათ.
ლომი
უნდა უპასუხოთ სხვების შესაძლო აგრესიულ თავდასხმებს მაქსიმალური სიმშვიდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოა სერიოზული და, რაც მთავარია, გრძელვადიანი კონფლიქტი.
ქალწული
დღეს გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმე აუცილებლად ჩაგეთვლებათ და თითქმის მაშინვე დაგიბრუნდებათ უკან, ამიტომ ეცადეთ, უარი არ უთხრათ მათ, ვინც დახმარებისთვის მოგმართავთ.
სასწორი
დღეს შეძლებთ მიიღოთ იშვიათი შესაძლებლობა, გადახედოთ მთელ განვლილ ცხოვრებას, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და დაიწყოთ ყველაფერი ნულიდან - იმ მიმართულებით, რაც გჭირდებათ.
მორიელი
დახმარება, რისთვისაც ახლობელი ადამიანი მოგმართავს, დიდი ალბათობით, არაფერი დაგიჯდებათ, რადგან თქვენ უბრალოდ უნდა მოუსმინოთ ადამიანს და - რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია - კარგი რჩევა მისცეთ.
მშვილდოსანი
მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები იქცევიან ყველაზე გამაღიზიანებლად, იყავით თავმდაბალი მათი სისუსტეების მიმართ, გამოიჩინეთ მოთმინება და გაგება, ამგვარად თქვენ ამოწურავთ კონფლიქტს მის დაწყებამდე.
თხის რქა
დღე, როდესაც შეგიძლიათ და უნდა მიართვათ ახლობელ ადამიანებს საჩუქარი. მოკრძალებული, მაგრამ ადამიანზე ორიენტირებული მცირე სუვენირიც კი მოულოდნელად დიდ სიხარულს მიანიჭებს მას.
მერწყული
გამონახეთ დრო და მოიშორეთ არასაჭირო ნივთები, რომელთა ნეგატიური ენერგია ხელს გიშლით არა მხოლოდ განვითარებაში, არამედ სუნთქვაშიც, ზოგჯერ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
თევზები
დღეს უნდა გააკეთოთ ის, რისთვისაც ჩვეულებრივ დრო არ გაქვთ - ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს: დაგეგმეთ ქალაქგარეთ გამგზავრება, შემოქმედებითი საქმიანობა ან უბრალოდ სეირნობა, საუბარი და გემრიელობის მირთმევა.