7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:22-ზე, მთვარე მერწყულში გადავა 12:42-ზე

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. ერთ-ერთი არანაყოფიერი დღეა. უმჯობესია, მცენარეები დაასვენოთ, არც დარგვას და არც გადარგვას არ გირჩევთ.

ვერძი

ოთხშაბათს გააკეთეთ მნიშვნელოვანი საქმეები. რუტინულ და საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს ძალიან დიდი დრო დასჭირდება. წარმატებული იქნება ავეჯის და ტექნიკის შეძენა. რთულ სიტუაციებში ფანტაზია და კრეატიულობა დაგეხმარებათ.

კურო

დღე გპირდებათ თავგადასავალს, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, უჩვეულო ადგილების მონახულებას. იაფფასიანი შესყიდვები გაგახარებთ, მაგრამ უმჯობესია თავი შეიკავოთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან.

ტყუპი

დილით მსუბუქად ივარჯიშეთ ან წადით სპორტდარბაზში. ეს დაგეხმარებათ მოემზადოთ სამუშაოსთვის. თუ იზარმაცებთ, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ბიზნესზე. დასვენება დღეს ნამდვილად არ გამოგივათ. ჩაერთეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეებში.

კირჩხიბი

დილიდან კარგი განწყობა შეიქმენით და დღეს დადებითად და ხალისიანად გაატარებთ. ბევრი კომუნიკაცია იქნება. საღამოს შინ სტუმრების მოსვლაც არაა გამორიცხული. თუ დახმარება გჭირდებათ, უარს არავინ გეტყვით.

ლომი

თქვენ ოსტატურად იყენებთ ბუნებრივ ხიბლს და იმარჯვებთ. არის მომგებიანი კონტრაქტის ან გარიგების გაფორმების შანსი. იყავით უფრო თავაზიანი თქვენი პარტნიორის მიმართ, ნაკლებად გააკრიტიკეთ იგი და მეტად შეაქეთ.

ქალწული

გუნდური მუშაობა სტრესული იქნება. კოლეგები თქვენს იდეებს ვერ აღიქვამენ. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ პირად პროექტზე. სახლში ღირს პირადი ნივთების მოწესრიგება და კერძების მომზადება. შეიძლება მოულოდნელი სტუმრები მოვიდნენ, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

სასწორი

კონფლიქტების რისკი ჯერ კიდევ არ არის შემცირებული. უკეთ უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციები და უფრო ფრთხილად შეარჩიოთ სიტყვები. გაატარეთ თქვენი თავისუფალი დრო საოჯახო საქმეების შესრულებაში. თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი გარეგნობა ვარჯიშითა და ცურვით.

მორიელი

მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. გაზრდილია დაზიანების რისკი ზედმეტი დატვირთვისგან. კარიერასთან დაკავშირებული საკითხები წარმატებით გადაწყდება. იფიქრეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ან დარეგისტრირებით კურსებზე, რათა ისწავლოთ რაიმე ახალი.

მშვილდოსანი

ერთი შეხედვით პოზიტიური კომუნიკაციისა, შეიძლება გარშემო მყოფებზე განაწყენებული დარჩეთ. არ გაამხილოთ სხვისი საიდუმლოებები და ნუ ჭორაობთ. საღამოს ოჯახთან ერთად შეიკრიბეთ და ჩამოწერეთ ზაფხულის გეგმები. დაგეგმეთ მოგზაურობა კულტურულ ადგილებში, უძველეს ქალაქებში.

თხის რქა

თუ გსურთ მიიღოთ პასუხი მტანჯველ კითხვაზე, უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ მინიშნების მიმართ. ახალ გარემოში შესანიშნავ დროს გაატარებთ. რთული საკითხების მოგვარება შესაძლებელია არასტანდარტული მიდგომით. ჩაერთეთ აქტივობებში, ექსპერიმენტებში. ასევე წარმატებული იქნება გარეგნული ტრანსფორმაცია.

მერწყული

საეჭვო შეთავაზება შეიძლება დიდ მოგებად იქცეს. ნუ იქნებით ასე სკეპტიკურად განწყობილი, განიხილეთ ნებისმიერი ვარიანტი. საქმეებს დაასრულებთ უფრო სწრაფად, თუ დახმარებას სთხოვეთ კოლეგებს. ფრთხილად იყავით ფულთან, დათვალეთ და შეამოწმეთ ქვითრები, ხურდა.

თევზები

იმისათვის, რომ დღეს ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, თქვენ გჭირდებათ მოქმედების მკაფიო გეგმა. იყავით კრეატიული და აქტიური მთელი დღის განმავლობაში და ბევრს მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ დაგჭირდებათ ბევრი ენერგია, ამიტომ მიირთვით ჯანსაღი საუზმე და ლანჩი. გამოიყენეთ საღამო პასიური დასვენებისთვის.