7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სხვას ნუ გადააბარებთ ახალ პროექტებზე პასუხისმგებლობას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ სასურველს. დაკავდით საკუთარი საქმეებით და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებისას.

ტყუპი

კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, იდეები. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ მოთმინება და გამძლეობა.

კირჩხიბი

გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. შეიძლება სამუშაოს გულიც ვერ დაუდოთ. უმჯობესია, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ, ახალი პროექტები განიხილოთ. საღამოს მხიარულებას არ გამოაკლდეთ.

ლომი

უმნიშვნელო საქმეებსაც კი სხვებს ნუ გადააბარებთ. არ იზარმაცოთ და დაკვირვებულად იმუშავეთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტად გამოავლინეთ პატივისცემა და კოლექტივში იდილია დაისადგურებს.

ქალწული

სხვა დღისთვის გადადეთ დღეს დაგეგმილი თათბირი, შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით გაატაროთ, დამოუკიდებლად იმუშაოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

სასწორი

სამშაბათი ის დღეა, როცა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ და მუშაობისას მეტი ინიცატივა გამოიჩინოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი

უმჯობესია, დღეს შინ დარჩეთ და შინაურულ გარემოში თან იმუშაოთ, თან დაისვენოთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, განმარტოებით იმუშავეთ, ნაკლებად იკონტაქტეთ გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი

თუ გუშინ დატვირთული დღე გქონდათ, დღეს დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან.

თხის რქა

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; სხვა დღისთვის გადადეთ თათბირი და საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა, კონსენსუს მაინც ვერ მიაღწევთ. უმჯობესია, დრო პირადი ცხოვრების მოწესრიგებას დაუთმოთ.

მერწყული

გაგიჭირდებათ მარტივი საქმეების მოგვარებაც კი. დაძაბულობას იგრძნობთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. განმარტოებით, მშვიდ გარემოში და დაკვირვებულად იმუშავეთ.

თევზები

ნუ შეაწუხებთ გარშემო მყოფებს თქვენი პრობლემებით ან დახმარების თხოვნით. დამოუკიდებლად და მშვიდ გარემოში იმუშავეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით