ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
თანაგრძნობა უნდა გქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ რაღაც დაგიშავონ და არა გაღიზიანება ან წყენა. მათი შეუსაბამო საქციელის უკან, სავარაუდოდ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება.
კურო
ყოველთვის უნდა აკონტროლოთ რას ამბობთ და ფიქრობთ, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: თქვენი გაღიზიანება დღეს მკვეთრად გაიზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ.
ტყუპი
დიდია ალბათობა, რომ გახდეთ მოტყუების მსხვერპლი და მისი წყარო შეიძლება იყოს არა პროფესიონალი თაღლითი, არამედ ახლო და ძვირფასი ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ თქვენი გადარჩენისთვის მოიტყუა.
კირჩხიბი
არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიბრალოთ საკუთარი თავი, მაგრამ თუ ეს გრძნობა დაგეუფლათ, გაიხსენეთ ისინი, ვინც ალბათ თქვენზე უარეს მდგომარეობაში არიან. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ გაუწევთ მათ შესაძლო დახმარებას.
ლომი
გაძლიერებული ემოციური ფონის გამო, სხვა ადამიანების ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და გაბრაზებაც კი - თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოიწვიოთ ნეგატივი სხვებში.
ქალწული
საქველმოქმედო საქმის კეთებისას იფიქრეთ არა თვითრეკლამაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით სხვების თვალში, არამედ იმათ საჭიროებებზე, ვისაც ეხმარებით.
სასწორი
დღე, როცა ჯობია სამუშაოს გადადება და დასვენება. კარგი იქნება, მეგობრებთან შეხვედრა და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობა.
მორიელი
დღეს სხვების დახმარება მოგიწევთ. ყველა ეცდება თქვენი ყურადღების და მხარდაჭერის მოპოვებას. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ, მოუსმინეთ ყველას და სანუგეშო სიტყვებიც უთხარით.
მშვილდოსანი
საჭიროა აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი სიტყვები, არამედ თქვენი აზრებიც, არ დაუშვათ მათში ოდნავი ნეგატივი, რადგან მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაართულონ თქვენი ცხოვრება.
თხის რქა
ყურადღება, რომელსაც სხვა ადამიანების მიმართ ავლენთ, დაფასდება და მალე ასჯერ დაგიბრუნდებათ უკან.
მერწყული
თუ ბოლო დროს კომპიუტერთან დახრილი მუშაობთ, სჭირდებათ ფიზიკური აქტიურობა. თუ დრო არ გაქვთ ვარჯიშისთვის, შეგიძლიათ სულ მცირე პირადი ნივთები დაალაგოთ.
თევზები
დღეს კარგი დღეა დასვენებისთვის - სწორედ ახლა უნდა მოიკრიბოთ ძალები ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯის წინ, რომელიც გელით უახლოეს მომავალში.