7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:03-ზე, მთვარე კუროშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი.

ვერძი

დღეს შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი იმაზე, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ. არ შეგეშინდეთ კითხვების დასმა, მოუსმინეთ საუბრებს, კვლავ იკითხეთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ. ყველაფერი, რასაც გესმით, არ მოგეწონებათ, ამიტომ უფრო მშვიდად მიიღეთ ის, რაც ხდება. იფიქრეთ სასიამოვნო რამეებზე, აკონტროლეთ თქვენი ემოციები.

კურო

დღეს მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს, მოაგვაროთ მათი პრობლემები. ნუ განაწყენდებით, თუ ისინი არ აფასებენ თქვენს მონაწილეობას ან მადლიერებას არ გამოხატავენ. გაატარეთ დღე მშვიდად, დაისვენეთ სახლში ტელევიზორის ყურებით, გაისეირნეთ. თქვენ უნდა დაიბრუნოთ ძალა და ენერგია.

ტყუპი

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ემოციურად რთული იქნება. შეეცადეთ არ დაიწყოთ ჩხუბი საყვარელ ადამიანებთან, ნუ გაკიცხავთ მათ. საღამოს სიტუაცია შეიცვლება, გაგიადვილდებათ კომუნიკაცია და საერთო ენის გამონახვა. ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

კირჩხიბი

მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც ამას გთხოვს, შეეცადეთ შთააგონოთ სხვები, აამაღლოთ მათი განწყობა. ეს თქვენს თვითშეფასებაზე იმოქმედებს და უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ გარეთ, იაროთ აქტიურად ფეხით.

ლომი

დღეს გექნებათ შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაც ადრე საერთოდ არ გაინტერესებდათ. შეგიძლიათ იპოვოთ ახალი ჰობი. შეგიძლიათ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. იყავით ცნობისმოყვარე.

ქალწული

აუცილებელია თქვენი აქტივობის შემცირება და წინასწარი შედეგების გამოტანა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოპონენტების ემოციებსა თუ მინიშნებებს, ეცადეთ დაიჭიროთ მათი განწყობა. ნუ გააკრიტიკებთ სხვებს, ნუ გააკეთებთ კომენტარს: დღეს ადვილია ვინმეს შეურაცხყოფა და განწყობის გაფუჭება.

სასწორი

დღე რთული და ემოციურად არასტაბილურია. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება ხვალისთვის გადადეთ, ნუ შეეჭიდებით რთულ საკითხებს. სასარგებლოა სამსახურში მცირე შესვენება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გასეირნება, მასაჟი ან ცურვა.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში კონცენტრირება და სამუშაო რიტმში მოხვედრა გაგიჭირდებათ. დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შუადღისთვის, ამ დროისთვის უფრო პროდუქტიული იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე.

მშვილდოსანი

დილიდანვე გექნებათ ბევრი საქმე, რომელიც თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა ისე, რომ არ გამოტოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი. სასარგებლოა გარკვეული პასუხისმგებლობის განაწილება კოლეგებისთვის, რათა შემცირდეს სამუშაო დატვირთვა.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ მცირე რუტინულ საკითხებს: 7 მაისს მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. უნდა მოემზადოთ მოულოდნელი პრობლემებისა და დაგვიანებისთვის. ზოგიერთი ძველი საკითხი, რომელსაც ხნის განმავლობაში გადადებული გქონდათ, მოგვარდება. უფრო თავდაჯერებულად რომ იგრძნოთ თავი, შეიცვალეთ იმიჯი.

მერწყული

დღეს გახასიათებთ კამათის სურვილი და მტკიცება, რომ ნებისმიერ საკითხში მართალი ხართ. არ დაიწყოთ ჩხუბი, უფრო მშვიდად მიიღეთ კრიტიკა ან თქვენი მისამართით კომენტარები. სასარგებლოა ნერვული დაძაბულობის მოხსნა აქტიური ვარჯიშით, საღამოს პარკში სირბილით.

თევზები

ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ამოცანები დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ, როცა თქვენი ენერგიის დონე მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში კი უმჯობესია აკეთოთ ის, რასაც საუკეთესოდ აკეთებთ. კარგი დღეა ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად.