7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საქმეების მოგვარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლები, ნათესავები დაგეხმარებიან. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. ცოდნასა და ინფორმაციაში ფულს ნუ დაინანებთ.

ტყუპი

წარმატებული დღე გელით. გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. შეიძლება ახალი მოსწავლე გამოგიჩნდეთ. თუმცა, თქვენთვისაც კარგია ცოდნის გაღრმავება, გამოცდილი ადამიანთან კონსულტაცია.

კირჩხიბი

იყურეთ წინ და არა უკან. განეწყვეთ წარმატებისთვის. გახსოვდეთ, ფორტუნა ერთხელ მოგცემთ შანსს. კარგი დღეა ბიზნესმენ, ჟურნალისტ, პოლიტიკოს და მენეჯერ ნიშნებისთვის. ზოგიერთს საზღვარგარეთ სწავლას ან მივლინებას შესთავაზებენ.

ლომი

ახლობლების დახმარების გარეშე საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. იყავით მეგობრული მათ მიმართ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი საქმიანობის რეკლამირება, გარშემო მყოფებისთვის გაცნობა. განსაკუთრებით სასარგებლოა უცხოელებთან კონტაქტი.

ქალწული

შეიძლება დღეს გამართლდეს ფრაზა: "უბედურება ბედნიერებად ექცა". დაიმსახურებთ უფროსის კეთილგანწყობას. თუ ტაქტიკურად იმოქმედებთ, საყვარელ ადამიანზეც მოახდენთ გავლენას და მშობლებზეც. ეცადეთ, არ გაუშვათ შანსი და უმნიშვნელო შემთხვევაც კი გამოიყენოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან საკუთარ პროექტებზე საუბარი. საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. დახმარება, მატერიალურიც კი, შეიძლება საზღვარგარეთიდანაც მიიღოთ. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას.

მორიელი

წარსულში გაწეული დახმარებისთვის დღეს შეიძლება მადლიერება, მატერიალური ჯილდო მიიღოთ. კარგი დღეა ცოდნის გასაღრმავებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. განაახლეთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, ავტორიტეტ ფიგურებთან.

მშვილდოსანი

კარგი დღე ელით სარეკლამო და საზოგადოებრივ სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე, კარგია სემინარებისა და "ღია კარის დღის" მოსაწყობად. შვებულება საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ.

თხის რქა

მაქსიმალურად აარიდეთ თავი სტრესულ სიტუაციებს. მეტი მოთმინება გმართებთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებისას. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით, წვრილმანებზე.

მერწყული

ფორტუნა სიურპრიზს გიმზადებთ. ეს შეიძლება იყოს მეგობრული შეხვედრა, მოულოდნელი თავისუფლება ან საყვარელ ჰობისთან დაბრუნება. პოზიტიურ წარმოდგენას შეუქმნით გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე. კარგი დღე ელით პროგრამისტ და პედაგოგ ნიშნებს.

თევზები

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად და საყიდლებისთვის. სხვა დღისთვის გადადეთ ოცნება და "ღრუბლებში ფრენა", დღეს უნდა იმოქმედოთ. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და აღარ იყოყმანოთ. იყავით კომუნიკაბელური და საქმიანი. მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ მშობლებისგან, უფროსისგან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით