კურო
მოერიდეთ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლებზე სიარული.
ტყუპი
მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას და მით უმეტეს მათთვის ფულის სესხებას ან ნივთების თხოვებას. აგრეთვე, ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეების მიუხედავად მეუღლესა და შვილებს ყურადღებასა და მზრუნველობას ვერ მოაკლებთ. თუმცა, სამსახურიდან დაბრუნებულმა ჯერ დაისვენეთ და მერე შეუდექით საოჯახო მოვალეობების შესრულებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
ლომი
მოერიდეთ ხალხის მასებს, რისკსა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობას. კარგი დღეა საოჯახო წვეულების მოსაწყობად და ბავშვებთან ერთად გართობისთვის.
ქალწული
გართობისა და ინტერესის გამო შეიძლება სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს ეხება. ნუ გარისკავთ, თქვენ ხომ სტაბილურობის შეგრძნება მოგწონთ?..
სასწორი
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ. გირჩევთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ.
მორიელი
გადაღლილი და გაღიზიანებული ხართ. კარგ განწყობას დაიბრუნებთ ცურვა ან აკვააერობიკა. გაუფრთხილდით საკუთარ თავს; ვინ გყავთ მასზე ძვირფასი?..
მშვილდოსანი
გათავისუფლდით გარშემო არსებული ნეგატივისგან; აგრეთვე, მავნე ჩვევებისგან და იმ ადამიანებისა და საგნებისგან, რომლებმაც ფსიქოლოგიურად დაგღალეს.
თხის რქა
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. აგრეთვე დაზიანებული ნივთების შესაკეთებლად. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და ოდესმე თქვენც გაპატიებენ.
მერწყული
თუ საყვარელ ადამიანს ისეთად მიიღებთ როგორიცაა, გაიადვილებთ ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები დაუსრულებლად გაგრძელდება.
თევზები
დღეს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.