ავტორი:

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 17:19-ზე, მთვარე 09:17-დან კუროში იქნება

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.

ვერძი: მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ გაურკვევლობებს პირად ურთიერთობებში; შეცდომების დაშვებას საქმეებში.

კურო: იყავით თავშეკავებული გამონათქვამებისას. ის, რაც სხვას ეპატიება, თქვენგან ეწყინებათ. მოგინდებათ იმ გარემოს მოლამაზება, სადაც მუშაობთ, ცხოვრობთ.

ტყუპი: დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას. მათი სიტყვა და ქმედება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს და გაფრთხილდით, რომ თქვენ არ დაზარალდეთ. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

კირჩხიბი: მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ განიხილეთ, ახალი საქმეების შესრულებას დღეს ნუ დაიწყებთ. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. საღამოს მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

ლომი: გააქტიურდით, რომ აღიდგინოთ რეპუტაცა გარშემო მყოფებში, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ გათქვათ პირადი და სხვების საიდუმლოებები. ნუ აჰყვებით ჭორებს.

ქალწული: მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას უცხოელ პარტნიორებთან. მათთან თანამშრომლობა უფრო წარმატებულს გაგხდით.

სასწორი: მეტად უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იყავით დიპლომატიური და ღიმილიანი.

მორიელი: წვრილ-წვრილი საკითხებიც კი თავად უნდა მოაგვაროთ. აკონტროლეთ ემოციები არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან.

მშვილდოსანი: უნდა გადაწყვიტოთ რა გზა აირჩიოთ, რა მოგიტანთ მომავალში წარმატებას. დღეს უმჯობესია, დაწყებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ. არ გირჩევთ გაურკვევლობებს გარშემო მყოფებთან.

თხის რქა: დიპლომატიურად წარმართეთ მოლაპარაკებები, არ გირჩევთ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

მერწყული: აქტიურად უნდა ჩაერთოთ საქმეებში. განახლდება ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, უცხოელებთანაც. მეტად იზრუნეთ ბებია-ბაბუებზე. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ.

თევზები: მშვიდი საქმეები შეასრულეთ, მეტად დაისვენეთ. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება გემრიელობით. დააფასეთ საყვარელი ადამიანის მზრუნველობა.