7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად და ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ტყუპი

დღეს ერთ ადგილზე ჯდომა გაგიჭირდებათ, რომანტიკული გატაცებებისა და თავგადასავლებისთვის ხართ მზად.

კირჩხიბი

შეყვარებულებისთვის კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი

ზედმეტად ემოციური ხართ და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისა და უსიამოვნებებისგან. აგრეთვე მოერიდეთ დისკუსიებსა და სხვათა საქმეებში ჩარევას.

ქალწული

სანამ ძველ კავშირებს არ დაასრულებთ, საბოლოო წერტილს არ დასვამთ, ახალი ურთიერთობების დაწყებას ვერ შეძლებთ.

სასწორი

ნუ განაწყენდებით იმ ადამიანზე ვინც პრეტენზიებსა და კრიტიკას შეულამაზებლად მოგახლით. მშვიდად შეხვდით ყოველივეს.

მორიელი

კარგი დღეა საკუთარი სურვილების ასასრულებლად. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ სწორი გზით ვითარდებით და საფრთხეს არავის შეუქმნით.

მშვილდოსანი

რომანტიკულ განწყობაზე ხართ და შეიძლება ან ძველ შეყვარებულთან განაახლოთ ურთიერთობა, ან თანამშრომელთან გააბათ სამსახურებრივი რომანი.

თხის რქა

თუ არ გსურთ, რომ თქვენს მაგივრად სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება და წარმატებაც მას ხვდეს წილად, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები და იბრძოლეთ წარმატებისთვის.

მერწყული

განწყობა რომ არ გაგიფუჭდეთ და ჩანაფიქრის შესრულებაში ხელი არ შეგეშალოთ, მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და უფრო მეტიც, ნუ გაუმხელთ მათ საკუთარ იდეებს.

თევზები

ნუ დაკარგავთ უქმად დროს, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და შეუდექით იდეების რეალიზებას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით