ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo – რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი “იყოფს“ – ჰარმონიული, სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.
7 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები თავისი ბუნებით ლიდერები არიან. მათ ახასიათებთ გარკვეული იდეალიზმი და ყოველთვის ბოლომდე მიჰყვებიან მიზანს, რომელიც დაისახეს. ისინი ხშირად საკუთარი სურვილების რეალობაში განსახორციელებლად არც ძალაუფლების გამოყენებას ერიდებიან, რაც მათი მხრიდან დიდ რისკთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საბოლოოდ რეპუტაციის შელახვით დასრულდეს მათთვის.