7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 13:32-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 03:34-ზე

მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისთვის. აგრეთვე ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ვერძი

მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და ქმედებები და თავიდან აიცილოთ შეცდომები. ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გაუფუჭოს გარშემო მყოფებს თქვენზე წარმოდგენა. ჯობია ნაკლები ლაპარაკი და მეტი მოსმენა. გუნდურად მუშაობა უფრო ეფექტური და წარმატებული იქნება.

კურო

წარმატებული დღე რომ გქონდეთ, შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მიჰყევით მას. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება გააფუჭოს თქვენი განწყობა და გაზარდოს ემოციური სტრესი. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ქმედებები, იყავით ფრთხილად, რასაც აკეთებთ, შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო.

ტყუპი

გადადეთ ახალი პროექტების დაწყება, თუ დაუმთავრებელი სამუშაო გაქვთ. შეასრულეთ ყველა წარსული დავალება, დაუთმეთ მეტი დრო რუტინულ ყოველდღიურ დავალებებს. 7 ოქტომბერს შესაძლოა იპოვოთ პასუხი იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, გაატარეთ ცოტა დრო მარტომ.

კირჩხიბი

7 ოქტომბრის თქვენს მცდელობებს შესაძლოა თავიდანვე პრობლემები შეექმნათ. უნდა გამოიჩინოთ გამძლეობა და არ დანებდეთ, თუ რამე არასწორად მოხდება. იფიქრეთ საბოლოო შედეგზე, აიმაღლეთ თვითშეფასება, შემდეგ ყველაფერი გამოვა. ეცადეთ, თქვენი გაღიზიანება სხვებზე არ გადაიტანოთ.

ლომი

სევდიანმა მოგონებებმა ან წარსულის შეცდომებზე ფიქრებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ პროდუქტიულ მუშაობაში. სასარგებლოა საყვარელ ადამიანთან საუბარი და წუხილის გაზიარება. ნუ დაიწყებთ რთულ საქმეებს დღეს, იზრუნეთ მცირე რუტინულ დავალებებზე და მოაგვარეთ დაგროვილი აქტუალური საკითხები.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ემოციურად რთული იქნება. შესაძლებელია ნათესავებთან ჩხუბი და სამსახურში მოულოდნელი უსიამოვნებები. მეტი დრო დაუთმეთ მარტივ და ნაცნობ აქტივობებს. 7 ოქტომბერს ნებისმიერი ახალი საქმე ჩვეულებრივზე რთული და ნელი იქნება.

სასწორი

დღეს არ უნდა იყოთ გულწრფელი და პრობლემები სხვებს არ გაუზიაროთ. გამოიჩინეთ ნებისყოფა და შეინარჩუნეთ მშვიდი და პოზიტიური დამოკიდებულება. სირთულეების გადალახვით, ახალ გამოცდილებას მიიღებთ და თვითრწმენა მოგემატებათ. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ საყვარელ ადამიანებს, ისინი უარს არ გეტყვიან.

მორიელი

მოგიწევთ რთული ან მოსაწყენი საქმეების კეთება. დავალების უფრო სწრაფად შესასრულებლად, დახმარება სთხოვეთ კოლეგებს ან მეგობრებს. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველა ვალდებულება და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაატარეთ საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, წადით სტუმრად, გაერთეთ მხიარულ კომპანიაში.

მშვილდოსანი

უნდა გამოიჩინოთ შეუპოვრობა, მოერიდოთ თქვენთვის უცნობ სამუშაო სფეროებს და ყურადღება გაამახვილოთ მცირე რუტინულ საკითხებზე. კოლეგებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება, შესაძლებელია სიურპრიზები. კარგი დღეა მოლაპარაკებების ან დაპირისპირებისთვის: თქვენთვის ადვილია თქვენი აზრების გამოხატვა.

თხის რქა

დღე მრავალმხრივი ტენდენციებით დაგამახსოვრებთ თავს. ემოციურობა გაზრდილია, ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. კარგი განწყობა დაგეხმარებათ ნაყოფიერ მუშაობაში: შეეცადეთ ოპტიმისტურად შეხედოთ მომხდარს.

მერწყული

დღეს თქვენი განწყობა სწრაფად შეიცვლება, რაც უარყოფითად იმოქმედებს სამუშაოს ხარისხზე. უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავშეკავება. რთულ მომენტებში მოუსმინეთ ინტუიციას. უმჯობესია თავი შეიკავოთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტისგან.

თევზები

მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმან მოვლენებს, რამაც შეიძლება თქვენი განწყობა გააგიფუჭოთ. კარგი დღეა ძველი და უსიამოვნო საკითხის მოსაგვარებლად, რომელიც გამუდმებით გახსენებთ თავს და არ გაძლევთ მშვიდად მუშაობის საშუალებას. ბიზნესში თუ მოლაპარაკებებში გამოიყენეთ უჩვეულო მეთოდები, კრეატიულობა და ფანტაზია.