ავტორი:

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:37-ზე, მთვარე თევზებშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.

ვერძი: მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან, არ გირჩევთ გარშემო მყოფების კრიტიკას. მეტი დრო დაუთმეთ საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას, რათა უქმეები გამოითავისუფლოთ.

კურო: ვალდებულებების მოგვარების დღეა. პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ ნათესავების მიმართ. თუ ხვდებით, რომ საქმეებთან მარტოს გიჭირთ გამკლავება, დახმარება გამოცდილ ახლობლებს სთხოვეთ.

ტყუპი: მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კარგი დღეა ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

კირჩხიბი: კარგად შესრულებული საქმისთვის უფროსების შექებას დაიმსახურებთ, რაც დაწინაურების შანსს გაგიზრდით. საღამოს გვიანობამდე ნუ გაჩერდებით სამსახურში შინ საყვარელი ადამიანები გელოდებიან.

ლომი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე საბოლოოდ გაწყვიტოთ კავშირი.

ქალწული: მოიცილეთ ცუდი განწყობა და არც გარშემო მყოფების მიმართ უკმაყოფილება და ნეგატივი მოგიტანთ სიკეთეს. იყავით მეგობრული ყველასთან. თუ პოზიტიურ განწყობას შეინარუნებთ, სამყაროს სულ სხვა ფერებში დაინახავთ.

სასწორი: თუ ყველას მოუსმენთ და ყველას აზრს გაითვალისწინებთ, საკუთარ საქმეებს ვეღარ მოაგვარებთ. მიჰყევით თქვენს გზას. საღამო გაატარეთ ახლობლებთან ერთად მათგან ბევრ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ.

მორიელი: დღეს განმარტოებით და მშვიდად მუშაობა ჯობია. იყავით რომანტიკული, მაგრამ მოერიდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების სახალხოდ გამოვლენას.

მშვილდოსანი: ნუ დაძაბავთ ურთიერთობას უფროსთან, მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს. გაფრთხილდით ფინანსებთან. არ გირჩევთ გადაღლას და გამოფიტვას, უმჯობესია, საღამოს დაისვენოთ.

თხის რქა: შეიძლება ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ განხორციელდეს. მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად და იმპროვზაციას უნდა მიმართოთ. ნუ ენდობით უცნობებს, საეჭვო ადამიანებს, გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მერწყული: მოთმინებით აღიჭურვეთ, გარშემო მყოფები ისე სწრაფად ვერ მუშაობენ და აზროვნებენ როგორც თქვენ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. საღამოს დაისვენეთ, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

თევზები: გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და კრეატიულობა. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კამათში ჩართვას, ფულის ფლანგვას. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, იყავით დაკვირვებული პირობებისადმი.