ავტორი:

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რას ურჩევენ მათ ასტროლოგები

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რას ურჩევენ მათ ასტროლოგები

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ყველა სახის ურთიერთობისთვის. ქალებს სასიამოვნო სიურპრიზი და ახალი ნაცნობობა ელით. ამ დღეს სასურველია შოპინგი და პროფილაქტიკური მკურნალობა. მამაკაცებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით,თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, ეს ცვლილებები უცნაური და აუხსნელია.

კურო

არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ სამოგზაუროდ წასვლას, რადგან მგზავრობა წარუმატებელი იქნება. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და რისკი. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. გირჩევთ, ეს დღე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები: ქურდობა, ძარცვა ან ხანძარი.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები გელით, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლოა, სიტუაციის ბატონ-პატრონად იქცეთ ან პირიქით, მთლიანად პარტნიორებზე დამოკიდებული გახდეთ. დაუჯერეთ მეგობრების რჩევებს და გახსოვდეთ ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვეს. გირჩევთ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც დიდი ხანია, დაჟინებით გეპატიჟებიან.

კირჩხიბი

კარგი იქნება, თუ ამ დღეს დროებით დაივიწყებთ ყოველდღიურ საზრუნავს და საკუთარ თავს განტვირთვისა და დასვენების საშუალებას მისცემთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება, თუმცა, არც ოჯახური პრობლემებია გამორიცხული. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ეცადეთ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.

ლომი

ამ დღეს მთავარია არაფერი აურიოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. ყურადღება მთავარზე გაამახვილეთ და ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობა და მეგობრებთან შეხვედრები. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზი და ახალი ნაცნობობა გელით. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გპირდებიან.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა ელით. სასურველია საოჯახო ნივთების შეძენა და პროფილაქტიკური მკურნალობა. მამაკაცებს ვურჩევთ ერიდონ ხმაურიან წვეულებებს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სასწორი

ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები მოაქვს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ვითარების ბატონ-პატრონი გახდებით თუ პარტნიორების გავლენის ქვეშ მოექცევით. ენდეთ მეგობრების რჩევებს. კარგი იქნება თუ საღამოს მეგობრებთან ერთად გაატარებთ, რომლებიც დიდი ხანია, გსაყვედურობენ, რომ დაივიწყეთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი აქტიურობა იზრდება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ და შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. შანსი გაქვთ, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნათ. სავარაუდოდ, პირადი ბედნიერება გელით და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად დაბალ დონეზეა. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, რადგან ის წარუმატებლად დასრულდება. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები: ძარცვა ან ხანძარი. პარტნიორთან ურთიერთობა და ბავშვებთან თამაში ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება და ძველი შეცდომების გამოსწორება შეძლოთ. დიდია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული თავგადასავლის ალბათობა.

მერწყული

სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. დღის პირველი ნახევრის ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ თავი აარიდოთ შეხვედრებს და ნუ იკამათებთ უცნობ ადამიანებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმერთელობის მდგომარეობას.

თევზები

ეს დღე ნათესაურ კავშირებს და ოჯახში მატებას განასახიერებს. შესაძლოა, ამ დღეს ვითარების ბატონ-პატრონად იქცეთ. ხელსაყრელია ძვირად ღირებული შენაძენი და კომერციულ ოპერაციებში ფულის დაბანდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ავარია და ტრავმები.