7 სექტემბერი ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების დღეა. ორშაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც წარსულის გამოცდილებას შეცდომად კი არა, მომავალი ნაბიჯებისთვის საჭირო გაკვეთილად აღიქვამს. ზოგიერთ ნიშანს ძველი საქმის თავიდან დაწყება, ურთიერთობის გარკვევა ან პროფესიული გეგმის ახალი გზით განხორციელება მოუნდება.
დღის პირველ ნახევარში ემოციური ფონი უფრო ძლიერია, მოგვიანებით კი, როცა მთვარე კირჩხიბიდან ლომში გადავა, მეტი თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა და საკუთარი თავის გამოხატვის სურვილი გაჩნდება. დილა უფრო მშვიდად დაგეგმვასა და დასრულებას მოითხოვს, დღის მეორე ნახევარი კი მოქმედებისა და ახალი იდეების წარმოჩენისთვის უკეთესი იქნება
♈ ვერძი - ძველი დაბრკოლება ახალ შესაძლებლობად იქცევა
ვერძებისთვის 7 სექტემბერი აქტიური კვირის დასაწყისია. დილით მნიშვნელოვანი საუბარი, შეთანხმება ან საქმის სწრაფად მოგვარება გამოგადგებათ, მოგვიანებით კი ჯობს უკვე დაწყებული საქმე დაასრულოთ და ახალი ვალდებულებებით თავი აღარ გადაიტვირთოთ. მეგობართან ან ჯგუფში ძალაუფლებისთვის ბრძოლას მოერიდეთ - დღეს სიმშვიდე უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.
სიყვარული: საღამოს თბილი და მშვიდი ატმოსფერო გელოდებათ.
ფული: დიდი შენაძენი ჯობს არ იჩქაროთ.
♉ კურო - სახლში სასიამოვნო ცვლილებაა მოსალოდნელი
კუროებისთვის დღის მთავარი თემა ოჯახი და სახლის გარემოა. შესაძლოა დაგჭირდეთ ოჯახური საკითხის მოგვარება, რემონტის ან საყოფაცხოვრებო საქმის დაგეგმვა. უფროს თაობასთან კამათს მოერიდეთ - რბილი ტონი ბევრად უკეთ იმუშავებს. საღამოს მეგობრებთან ან შვილებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
სიყვარული: გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გაამყარებს.
ფული: შესაძლოა დაგვიანებული თანხა ან გადასახადი გამოჩნდეს.
♊ ტყუპები - ერთი საუბარი ბევრ რამეს შეცვლის
ტყუპებისთვის ორშაბათი კომუნიკაციის აქტიური დღეა. ოჯახში მნიშვნელოვანი საუბარი ან სახლის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიძლება დაგჭირდეთ. მთავარია, მოთხოვნითა და ბრძანების ტონით არ ილაპარაკოთ - რაც უფრო მშვიდად აუხსნით საკუთარ პოზიციას, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
სიყვარული: პარტნიორისგან დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა დაგჭირდებათ.
ფული: ოჯახის ხარჯებმა შესაძლოა ბიუჯეტი ოდნავ გაზარდოს.
♋ კირჩხიბი - დღეს საკუთარი თავის არჩევის დროა
კირჩხიბებისთვის დღე ემოციურად დატვირთულია, თუმცა სწორედ ეს ემოციურობა დაგეხმარებათ გაიგოთ, რა გსურთ სინამდვილეში. დღის პირველ ნახევარში შეიძლება სხვისი პრობლემებით გადაიტვირთოთ, მოგვიანებით კი საკუთარი ინტერესების დაცვა უფრო მარტივად გამოგივათ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ზედმეტ კამათს მოერიდეთ.
სიყვარული: ყურადღება და სითბო ურთიერთობას გააძლიერებს.
ფული : ხარჯების კონტროლი აუცილებელია.
♌ ლომი - დღის მეორე ნახევარი თქვენია
ლომებისთვის 7 სექტემბერი კარგი დღეა. დილით შესაძლოა მეტი სიმშვიდე და საკუთარ თავთან დარჩენა დაგჭირდეთ, მაგრამ როგორც კი მთვარე თქვენს ნიშანში გადავა, თავდაჯერებულობა და ენერგია მოიმატებს. კარგი დროა საკუთარი იდეის წარმოსაჩენად, შეხვედრისთვის ან ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დიდი ხანია ამზადებთ.
სიყვარული: პარტნიორთან ძალისმიერი დაპირისპირება არაფერს მოგიტანთ.
ფული: შემოსავალსა და ხარჯებზე მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ.
♍ ქალწული - ნუ მისცემთ სხვებს თქვენი ენერგიის წაღების უფლებას
ქალწულებისთვის 7 სექტემბერი ემოციური საზღვრების დაცვის დღეა. შეიძლება ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეცადეთ, სხვისი პრობლემა საკუთარ თავზე არ აიღოთ. სამუშაო საკითხებში კი შესაძლოა პირიქით - გავლენიანი ადამიანი თქვენს მხარეს აღმოჩნდეს და დაგეხმაროთ.
სიყვარული: ნუ დამალავთ იმას, რასაც სინამდვილეში გრძნობთ.
ფული: სჯობს დღეს ზედმეტ რისკს მოერიდოთ.
♎ სასწორი - იღბალი თქვენს მხარესაა
სასწორებისთვის 7 სექტემბერი ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ასტროლოგები სასწორს იმ ნიშნებს შორის ასახელებენ, რომლებსაც დღეს იღბლისა და წინსვლის ძლიერი ენერგია აქვთ. შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, საინტერესო შემოთავაზება ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი გახდება.
სიყვარული: ურთიერთობაში სიცხადე და გულწრფელობა იმატებს.
ფული: კარგი დღეა ფინანსური გეგმის დასაწყებად.
♏ მორიელი - წარსულს აღარ უნდა დაუბრუნდეთ
მორიელებისთვის დღის მთავარი გაკვეთილი წარსულისგან გათავისუფლებაა. თუ ბოლო პერიოდში რომელიმე წარუმატებლობა ან ურთიერთობა მუდმივად გახსენდებათ, დღეს შესაძლოა პირველად დაინახოთ, რატომ მოხდა ყველაფერი ასე. ახალი დასაწყისი უკვე ახლოსაა, ოღონდ ძველი ემოციების გადმოტანა ახალ სიტუაციაში არ ღირს.
სიყვარული: ძველი გრძნობა შეიძლება კვლავ გააქტიურდეს.
ფული: მოერიდეთ ემოციურ ხარჯვას.
♐ მშვილდოსანი - ახალი შანსი იქ გამოჩნდება, სადაც არ ელოდებით
მშვილდოსნებისთვის 7 სექტემბერი ახალი გამოცდილებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან ისეთი იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პროექტად იქცევა. თუმცა სადავო თემებზე, განსაკუთრებით პოლიტიკასა და სხვა მწვავე საკითხებზე, კამათს მოერიდეთ.
სიყვარული: ფლირტისა და ახალი ნაცნობობისთვის კარგი დღეა.
ფული: ახალი შესაძლებლობა ჯერ შეაფასეთ და შემდეგ იმოქმედეთ.
♑ თხის რქა - თქვენი შანსი უკვე კარზეა
თხის რქები 7 სექტემბერს იმ ნიშნებს შორის არიან, რომლებსაც ასტროლოგები წარმატებისა და მატერიალური წინსვლის მხრივ განსაკუთრებით გამოყოფენ. შესაძლოა ძველი იდეა ახალი ფორმით ამუშავდეს ან მიიღოთ პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. მთავარია, წარსულში დაშვებული შეცდომის გამო ახალი შესაძლებლობის არ შეგეშინდეთ.
სიყვარული: პარტნიორთან გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.
ფული: კარგი დღეა გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებისთვის.
♒ მერწყული - ჯერ დაასრულე, შემდეგ დაიწყე
მერწყულებისთვის დღის პირველი ნახევარი უფრო პროდუქტიულია დასრულებული საქმეების მოსაწესრიგებლად. ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე ახალი მიმართულების დაწყებას. დღის მეორე ნახევარში კი შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს და საინტერესო იდეა შეიძლება სწორედ მაშინ გაჩნდეს.
სიყვარული: პარტნიორისგან მეტი ყურადღება დაგჭირდებათ.
ფული : დღე ზომიერად სტაბილურია - იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ.
♓ თევზები - მეორე შანსი შეიძლება სწორედ ის იყოს, რასაც ელოდით
თევზებისთვის 7 სექტემბერი იმედისა და განახლების დღეა. შესაძლოა მიხვდეთ, რომ რაღაცის თავიდან ცდა სულაც არ ნიშნავს უკან დაბრუნებას - პირიქით, ახლა უკვე უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ. ასტროლოგები თევზებს ასევე იმ ნიშნებს შორის ასახელებენ, რომლებსაც დღეს წარმატებისა და სასიამოვნო ცვლილებების შანსი აქვთ.
სიყვარული: შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ან ურთიერთობის ახალი ეტაპი.
ფული: ახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს.