არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
კარგია მსუბუქი ვარჯიში.
არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი სპორტსმენი, მებრძოლი გამოვა.
გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
კარგია თმის შეღებვა, ფერის შეცვლა, სხვადასხვა ნიღბის გაკეთება, როგორც თმაზე, ასევე სახეზე.
კარგია მასაჟი, როგორც სამკურნალო, ასევე გამაჯანსაღებელი. გამოიყენეთ არომატული ზეთები.
არ გირჩევთ სახლის დალაგებას, რთული სამუშაოების შესრულებას. დაისვენეთ.
ამ დღის ქვებია: ლალი, ავანტიურინი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, – არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.