7 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

7 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - მთაზე ასვლას მუდამ ახლავს დაბრკოლებები, მაგრამ მთის წვერზე როცა მოექცევით, წარმატება ყველა სირთულეს დაგავიწყებთ. იბრძოლეთ!

ტყუპი - რომანტიკული მოვლენებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანს ან საჩუქარი მოუმზადეთ, ან - რომანტიკული საღამო.

კირჩხიბი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. ყური დაუგდეთ ინტუიციას.

ლომი - ერთდროულად რამდენიმე საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. რატომ გადარდებთ რას ფიქრობს ხალხი?.. ის აკეთეთ რაც თქვენთვისაა კარგი. სიფრთხილე გმართებთ ფულთან.

ქალწული - ახლობლებთან რთულ საკითხებზე საუბარს მოერიდეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გამოცდილების მისაღებად.

სასწორი - რაც უფრო აქტიური და გიჟური იქნებით, მით საინტერესო ცხოვრება გელით. რუტინაც კი უნდა გაახალისოთ.

მორიელი - თქვენთვის საინტერესი ადამიანის საიდუმლო გამჟღავნდება და ის, რასაც მოისმენთ ყველაფერს შეგიცვლით. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ სკანდალში არ გაეხვიოთ.

მშვილდოსანი - დღეს მიიღებთ იმ დაფასებას და აღიარებას, რასაც ელოდით. თანამშრომლობა შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადამიანმა შემოგთავაზოთ.

თხის რქა - ადამიანი, რომელთანაც თანამშრომლობას ან თანაცხოვრებას აპირებთ, უკეთ უნდა გაიცნოთ. მომავალში გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო რომ არ ინერვიულოთ.

მერწყული - ყველა ძველი საქმის და ვალდებულების გვერდზე მიყრა და სიახლეები გსურთ. თვენმა შემართებამ შეიძლება გარშემო მყოფებიც დააინტერესოს და ერთად კარგი პროექტი გააკეთოთ.

თევზები - ანალიტიკური შესაძლებლობები გამოიყენეთ მსხვილი საყიდლების დროს, ფინანური საქმეების მოგვარებისას. სიყვარულს კი დამტკიცება და ფაქტები არ სჭირდება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით